ისტორია

,,ნაპოლეონის ალმასის ყელსაბამი” – ნაპოლეონის საჩუქარი მისი მეორე ცოლის, მარია ლუიზასადმი

Nusagi

 

განსაცვიფრებელი „ნაპოლეონის ალმასის ყელსაბამი“ ნაპოლეონის მიერ შეკვეთილ იქნა 1811-1812 წლებში. იგი შედგება 28 ალმასის ქვისგან, რომლებიც დასმულია ერთ ღერძზე, “პენდელოკის” და “ბრიოლეტის” მსხლის ფორმის კვეთის მონაცვლეობით. თითოეული მსხლის ფორმის ალმასი დამონტაჟებულია 12 ვარდის ფორმის ალმასთან ერთად.

1810 წელს, იმპერატრიცა ჟოზეფინასთან განშორებიდან ორი თვის შემდეგ, ნაპოლეონმა ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ლუიზაზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ მას ვაჟიშვილი, ნაპოლეონ II შეეძინა. 1811 წლის ივნისში, ამ მოვლენის აღსანიშნავად ნაპოლეონმა „ნაპოლეონის ალმასის ყელსამაბის“ დამზადება პარიზის სამკაულების ფირმა Nitot et Fils-ს შეუკვეთა, რომლის იმჟამინდელი ღირებულება 376, 274 ფრანგულ ფრანკს შეადგენდა.

1815 წელს, როდესაც ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, მარია ლუიზა ავსტრიაში დაბრუნდა ყელსაბამთან ერთად, რომელიც გარდაცვალებამდე მის მფლობელობაში იყო . მარია ლუიზას რამდენიმე პორტრეტი არსებობს, სადაც მას ალმასის ყელსაბამი უკეთია, მათ შორის მხატვრების, ფრანსუა ჟერარდის და ჯოვანი ბატისტა ბორგეზის მიერ შექმნილი პორტრეტები.

ნაპოლეონის ალმასის ყელსაბამს დიდი წარსული აქვს. 1847 წელს მარია ლუიზას სიკვდილის შემდეგ, ყელსაბამი ავსტრიელი ერცჰერცოგინია სოფიას მფლობელობაში გადავიდა. სოფიას გარდაცვალების შემდეგ ყელსაბამი სოფიას ერთ-ერთი ვაჟის, კარლ ლუდვიგის მესამე ცოლის, პორტუგალიელი მარია ტერეზას მფლობელობაში გადავიდა. 1929 წელს, მარია ტერეზამ ყელსაბამი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა. ყელსამაბი ნიუ იორკელმა დევიდ მიჩელმა 60 000 დოლარად შეიძინა იუველირების, ჰარი უინსტონისგან და ჰარი ბერენზონისგან. როდესაც მარია ტერეზამ შეიტყო ყელსაბამის გაყიდვის თაობაზე, მან სასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა ყელსაბამი. ამ ინციდენტის შემდეგ, იგი ყელსაბამს სიკვდილამდე, 1944 წლამდე არ განშორებია.

მისი სიკვდილის შემდეგ, ყელსაბამი გაიყიდა და ის პოლ ლუი ვეიერმა იყიდა. ვეიერმა ის ჰარი უინსტონს მიყიდა, რომელმაც  იმავე წელს მიყიდა მარჯორი მერივეზერ პოსტს. 1962 წელს, მარჯორი მერივეზერ პოსტმა ყელსაბამი საჩუქრად ვაშინგტონში სმითსონის ინსტიტუტს გადასცა და მას შემდეგ ყელსაბამი ეროვნული ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი.

 

მარია ლუიზა, პარმის ჰერცოგინია, ნაპოლეონის ალმასის ყელსაბამით და მარია ლუიზას დიადემით.

„ნაპოლეონის ალმასის ყელსაბამი“ და მარია ლუიზას დიადემა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,171 ნახვა
%d bloggers like this: