მეცნიერება

ახალი კვლევების შესაბამისად, მარიხუანას გამოყენება საშიშ გულის დაავადებებს უკავშირდება

Nusagi

მარიხუანას გამოყენება სტრესული კარდიომიოპათიის – გულის კუნთის სიცოცხლისათვის საშიში მოულოდნელი შესუსტების განვითარების თითქმის გაორმაგებულ რისკთან ასოცირდება. ამის შესახებ BUSINESS INSIDER იუწყება.

გამოცემა წერს, რომ მარიხუანას მომხმარებლებისთვის დასკვნები შესაძლოა გასაკვირი იყოს, რადგან მომხმარებელთა ორ მესამედს სჯერა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ჯანმრთელობისთვის საშიში ხანგრძლივი ზემოქმედება. მაგრამ, იმ დროს, როდესაც უმეტესი შტატები უშვებენ მის რეკრეაციულ გამოყენებას, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საჭიროა ნარკოტიკის ზემოქმედების კვლევის გადაუდებელი განახლება.

სავარაუდოდ 22 მილიონი ამერიკელი, მათ შორის – კოლეჯის სტუდენტების 38 პროცენტი, აცხადებს, რომ რეგულარულად მოიხმარენ მარიხუანას. წინამდებარე კვლევებმა წინ წამოწია სისხლძარღვთა პრობლემების საშიშროება: პრეპარატი უკავშირდება მწვავე გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილ რისკს გამოყენებისთანავე.

2016 წლის კვლევამ, რომელიც მღრღნელებზე ჩატარდა, აღმოაჩინა, რომ მარიხუანას ერთი წუთი მოწევის ზემოქმედება აზიანებს გულის შიდა გარსს 90 წუთის განმავლობაში, უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს თამბაქოს ზემოქმედების დროს ხდება. ახალმა კვლევამ,  რომელიც გასული წლის 13 ნოემბერს იქნა წარმოდგენილი, ამერიკის გულის ასოციაციის სამეცნიერო სესიაზე, შეისწავლა სტრესული კარდიომიოპათიის შემთხვევები, რომელიც დროებით ზიანს აყენებს გულის დისტალურ დაბოლოებას. პენსილვანიის წმინდა ლუკას უნივერსიტეტის ჯანდაცვის ჯგუფის მკვლევარებმა გამოიკვლიეს საავადმყოფოებში არსებული ბაზის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში, 33000–ზე მეტი ავადმყოფი მიღებული იყო სტრესული კარდიომიოპათიის დიაგნოზით. ამათგან 210 მარიხუანას მომხმარებელი იყო და ამ მდგომარეობის განვითარების ორჯერ მეტი შანსები ჰქონდა, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ამიტოჯ სინგჰმა.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ და მათ გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ კარდიოვასკულური რისკის ფაქტორები ნაკლებად აღენიშნებოდათ.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კარდიომიოპათიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა, 2007 წლის მონაცემებით 17–დან 76–მდე 2011 წელს. “ბოლო დროის ლეგალიზაცით, ვფიქრობ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება”, აცხადებს სინგჰი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: