საზოგადოება

დედაქალაქში დაახლოებით, 6 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზეა მშენებლობის ნებართვები გაცემული

Nusagi

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით, 6 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზეა მშენებლობის ნებართვები გაცემული. მისი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებს მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ფიქსირდება შემთხვევები, სადაც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მშენებლობა.

“საჩივრები შემოდის, რომელსაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ეს ჩვეულებრივი პროცესია. არის კონკრეტული შემთხვევები, სადაც მაგალითად, მოსახლეობა წინააღმდეგია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რომ იქ არ უნდა აშენდეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა. არის შემთხვევები, როდესაც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ ლოკაციაზე მშენებლობა, კონკრეტული პროექტის, რომელიც შეიძლება წლების წინ შეათანხმეს და დამტკიცებულია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით პროექტების განხორციელება შეუძლებელი და დამაზიანებელი იქნება ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. თითოეული პროექტი ინდივიდუალურად განიხილება, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. „სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, იმიტომ, რომ დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზეა მშენებლობის ნებართვები გაცემული“, – განაცხადა თბილისის მერმა. მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების საკითხებზე იმსჯელეს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება. 15 თებერვალს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: