ხელოვნება და კულტურა

ტიპი ჰედრენი აცხადებს, რომ ალფრედ ჰიჩკოკი მას ლიმუზინის უკანა სავრძელზე თავს დაესხა

Tippi: A Memoir
Nusagi

მსახიობმა ტიპი ჰედრენმა განაცხადა, რომ 1960-იან წლებში ერთად მუშაობის დროს, ალფრედ ჰიჩკოკი სექსუალურ ძალადობას ახდენდა მასზე. თავის ავტობიოგრაფიაში იგი წერს, რომ რეჟისორი მას „თავს დაესხა“ ლიმუზინის უკანა სავარძელზე. ინფორმაციას BBC NEWS  ავრცელებს. მსახიობი ამ ორთაბრძოლას როგორც “საშინელ მომენტს”, ისე აღწერს. ჰედრენმა დასძინა, რომ იგი ამის შესახებ არავის არ ეუბნებოდა, ვინაიდან “სექსუალური ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი ის ტერმინები იყო, რომლებიც 1960-იან წლებში არ არსებობდა“.

“გარდა ამისა, იგი ალფრედ ჰიჩკოკი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი მეგავარსკვლავი, ხოლო მე უბრალოდ პატარა ქერა მოდელი, რომელსაც გაუმართლა და რომელიც მან იხსნა და ცნობილი გახადა. რომელი ჩვენგანი უფრო ღირებული იყო სტუდიისთვის, ის, თუ მე?”

ჰედრენი კინოფილმში „ჩიტები“ 1963 წელს გამოჩნდა და მომდევნო წელს კინოფილმ „მარნიში“ ითამაშა – ორივე ფილმის რეჟისორი ჰიჩკოკი იყო. მსახიობმა, რომელიც ამჟამად 86 წლისაა, ეს განცხადებები თავის ავტობიოგრაფიაში – „ტიპი“, გააკეთა.

იგი რეჟისორის დამოკიდებულებას მის მიმართ ადრეც შეხებია, მაგრამ დეტალურად ამის თაობაზე მხოლოდ მემუარებში საუბრობს. ჰედრენი ამ ორთაბრძოლის მომენტებს აღწერს, როგორც ჰიჩკოკის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს. “ეს იყო სექსუალური ძალადობა, გარყვნილი, დამახინჯებული, ჩემთვის ეს შოკის და ზიზღის მომგვრელი იყო“, დასძენს იგი.

“რაც უფრო ძლიერ ვებრძოდი, მით უფრო აგრესიული ხდებოდა. ამის შემდეგ მან დაიწყო მუქარები, რომ მას ამაზე უარესის გაკეთება შეეძლო“. „მის მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ ჰიჩკოკმა პირდაპირ თვალებში შემომხედა, იგი სიბრაზისგან ერთიანად წითელი იყო და დამპირდა, რომ ჩემს კარიერას გაანადგურებდა“. მსახიობმა განაცხადა რომ ამის შემდეგ ჰიჩკოკმა ცხოვრება მას მართლაც გაურთულა. მან უარი თქვა წარედგინა მისი ნამუშევარი ოსკარის ნომინაციაზე და აუკრძალა სხვა როლებზე დაკავებულიყო, სანამ ჯერ კიდევ მასთან ქონდა კონტრაქტი გაფორმებული.

ჰედრენმა, რომლის ქალიშვილი, მელანი გრიფიტიც ასევე მსახიობია, განაცხადა: “მე მას შემდეგ ჩემს მოვალეობად გავიხადე, რომ ჰიჩკოკისთვის, რომელიც ცდილობდა დაენგრია ჩემი კარიერა, არასოდეს მიმეცა იმის უფლება, რომ დაენგრია ჩემი ცხოვრება“.

                 

ჰედრენი დასძენს, რომ მიუხედავად ჰიჩკოკის მისდამი ასეთი მოპყრობისა, მისმა გარდაცვალებამ 1980 წელს იგი დაამწუხრა. “ყველას უკვირდა ჩემი ჰიჩკოკის დაკრძალვაზე მისვლა. რამდენადაც ჩვენს შორის არაფერი იყო იმაზე მეტი სათქმელი, რაც ითქვა და მე უკვე განკურნებული ვიყავი ყოველივე ამისგან.  როდესაც ჰიჩკოკი გარდაიცვალა, ყველაფერი შორს, წარსულში იყო დარჩენილი. ასე რომ, ბოლოს მე იქ მივედი, რომ მისთვის მეთქვა: მშვიდობით, ჰიჩ და დიდი მადლობა”.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,611 ნახვა
%d bloggers like this: