ისტორია

ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

Nusagi

ხშირად ამობებენ, ერთი ფოტო ათას სიტყვას უდრისო, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ფოტოებს ათას სიტყვაზე გაცილებით მეტის თქმა შეუძლიათ მსოფლიო ისტორიაში. ამ ფოტოებმა შეგვაძრწუნა , შეგვაშფოთა, სიხარული მოგვგვარა, დიდი ინფორმაცია მოგვაწოდა. ზოგი მათგანი   ისტორიული ფაქტების სიმბოლოა, ზოგი კი მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენის უკეთ აღქმაში დაგვეხმარა.

ამ სულისშემძვრელმა ფოტოებმა ჩვენი სამყარო შეცვალეს, დაგვანახეს მისი მეორე უცნობი მხარე, კაცობრიობის უარესი და საუკეთესო მხარეები. პოლიტიკიდან კულტურამდე.

მათ ისტორიამ დიდი დაღი დაასვა, და თავის მხრივ, ამ ფოტოებმაც დიდი გავლენა მოხდინეს ისტორიაზე.

1. პატარა ბაშვი და მოლოდინში მყოფი სვავი 90-იანი წლების სუდანი.

სურათი ასახავს პატარა ბავშვს, რომელიც შიმშილისგან არის დასუსტებული. ბავშვის უკან მშიერი სვავია, რომელიც ბავშვს მტაცებულად უყურებს.

2. აშშ. იაპონიაზე გამარჯვების დღე თაიმს სქვეარში

ამ ფოტოზე, გახარებული მეზღვაური კოცნის უცნობ გოგონას

3. ლინდონ ჯონსონის ინაუგურაცია ჯონ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ

ლინდონ ჯონსონი საინაუგურაციო ფიცს დებს თვითმფრინავში

4. ვიეტნამელი პოლიციის უფროსის მიერ ვიეტკონგის მებრძოლის მკვლელობა

5. აბუ გრეიბი

აშშ – ს სამხედრო მოსამსახურეები აბუ გრეიბის ციხეში დაკავებულთა მიმართ წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ჩადენაში იყვნენ გარეულნი.

6. ჩინეთი 1989 წელი, ტიუნანმენის მოედანი

1989 წელს ჩინეთის მთავრობამ ტიუნანმენის მოედანზე პრო-დემოკრატიული პროტესტის სერია გამოიწვია. ქუჩაში მომავალ ტანკებს წინ ერთი ადამიანი დაუდგა და გავლის საშუალებას არ აძლევდა.

7. ბინ ლადენის მკვლელობა

ოსამა ბინ ლადენი 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ იმალებოდა. 2011 წელს პრეზიდენტმა ობამამ ბინ ლადენის სამყოფელის შტურმის ბრძანება გასცა. ფოტოზე ასახულია როგორ ადევნებენ თვალს ბარაკ ობამა და მისი სტაფი ოპერაციას პირდაპირ ეთერში.

8. ჩე გევარა

მისი ეს პოპულარული ფოტო 1960 წელს სამხედრო მემორიალის დროს გადაიღეს.

9. ვივიან მელოუნი

ის იყო ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ალაბას უნივერსიტეტში სწავლობდა. ფოტოზე იგი ასახულია კლასისკენ მიმავალი.

10. აინშტაინის ენა

ფოტო გადაღებულია 1951 წელს, ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეზე

11. იალტის კონფერენცია

1945 წელი, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, სამი ძირითადი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები იალტის კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ .

12. მე მაქვს ოცნება

დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა ლინკოლნის მემორიალთან 1963 წლის 28 აგვისტოს, სადაც მან წარმოთქვა მისი პოპულარული სიტყვები „მე მაქვს ოცნება“

13. ცეცხლმოკიდებული ბერი 

1963 წელი, ვიეტნამის მთავრობა დევნიდა ბუდისტებს.  ერთ-ერთმა მათგანმა კი პროტესტის ნიშნად თავი სახალხოდ დაიწვა.

14. 9. 11

2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ტერორისტებმა ორი თვითმფრინავი შეაჯახეს, შენობების თავზე ხაფანგში მყოფმა ადამიანებმა ცოცხლად დაწვა არ ისურვეს და ფანჯრიდან გადმოხტნენ.

15. სირიელი ლტოლვილი ბავშვი

ფოტო რომელმაც 2015 წელს მსოფლიო შეძრა. ფოტოზე ასახულია სირიელი ლტოლვილი ბავშვი რომელიც წყალმა თურქეთის ნაპირზე გამორიყა.

16. დროშის აღმართვა აივო ჯიმას კუნძულზე

ფოტო ასახავს ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ აივო ჯიმას ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დროშის აღმართვას. 1945წ

17. ჯარისკაცის სიკვდილის მომენტი

ფოტოზე ასახულია ესპანეთის სამოქალაქო ომში ჯარისკაცის სიკვდილის მომენტი.

18. მერლინ მონროს კაბა

19. ებრალი ბიჭი ვარშავის გეტოში

ამ ფოტოში ასახულია როგორ ბარდება ვარშავის გეტოში პატარა ებრალი ბიჭი.

20. ლი ჰარვი ოსვალდის მკვლელობა

ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლა, ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ ფატალურად დაჭრა. ოსვალდი პოლიციის მიერ დაპატიმრებული იყო.  რამდენიმე დღის შემდეგ სწორედ მაშინ, როდესაც იგი გადაყავდათ, რუბიმ ის ყველას თვალ წინ მოკლა.

21.ტერეზკა

1948 წელს ფოტოგრაფმა დააფიქსირა ჰოლოკოსტს გადარჩენილი პოლონელი გოგონა ტერეზკა, რომელიც ომის დამთავრებამდე საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობდა.   მას თხოვეს, დაეხატა თავისი სახლი. გოგონამ დაფაზე საკონცენტრაციო ბანაკის მავთულხლართების მსგავსი რამ დახატა. ფოტო  ჰოლოკოსტის და გენოციდის საშინელების სიმბოლოდ ითვლება.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,924 ნახვა
%d bloggers like this: