ტექნოლოგია

ერთ-ერთი კონკურსანტი კახა კალაძეს ქალაქის განტვირთვის ინოვაციურ გზას სთავაზობს

Nusagi

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 227 მიმდინარე და 26 დაბლოკილი იდეა ფიქსირდება. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს. ერთ-ერთი იდეა მერიაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით შევიდა. ეს იდეა უკვე დაბლოკილთა კატეგორიაში განთავსდა. იდეის ავტორი ითხოვდა, რომ თბილისის მერიას დაეფინანსებინა კრიპტოვალუტის მაინინგი. მერიას კიდევ ერთი ინიციატივით მიმართეს – ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას ითხოვს.

ტრანსპორტის კატეგორიაში ერთ-ერთი კონკურსანტი მერიას  აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში აპრობირებულ და თბილისზე მორგებული აპლიკაციის (Carpool )  შექმნას სთავაზობს,  რომელიც  ქალაქში საცობების და პარკირების ადგილების პრობლემის მოგვარებას   ეხება. იდეის მომწონებლებს ხმის მიცემა აღნიშნულ ლინკზე შეუძლიათ   idea.tbilisi.gov.ge/idea  .

CarPooling-ის დროს ორი, ან რამდენიმე ავტომობილის მძღოლი, რომლებსაც ერთი მარშრუტი აქვთ გასავლელი, იმის მაგივრად, რომ თავიანთი ავტომობილებით ცალ-ცალკე იმგზავრონ, ერთი მეორეს ემგზავრებიან.

მძღოლი თვითონ ირჩევს, თუ ვინ უნდა დაიმგზავროს, და მგზავრობა ხდება უფრო საინტერესო და მხიარული. მომხმარებელი რეგისტრირდება, შემდეგ ირჩევს მის ყოველდღიურ მარშრუტს მაგ: ვარკეთილი 2 მიკრო რაიონი (სახლი) – საბურთალო პეკინის ქუჩა (სამსახური) გასვლა 9:00 დაბრუნება 19:00 3. პროგრამა ავტომატურად პოულობს ადამიანებს, რომლებიც იგივე მარშრუტის გავლით დადიან ყოველ დღე იგივე დროს და სურვილი აქვთ, რომ დაიმგზავრონ ვინმე.

მგზავრი უგზავნის მძღოლს მოთხოვნას დამგზავრებაზე – მძღოლი კი მას სურვილისამებრ უდასტურებს

მგზავრი და მძღოლი დათქვამენ დროს და ადგილს, მგზავრობის დაწყებისას მგზავრს ბარათიდან ჩამოეჭრება სიმბოლური თანხა, რომელიც იქნება პროგრამის მიერ დათვლილი – მძღოლის ავტომობილის ამ კონკრეტულ მარშრუტზე დახარჯული საწვავის ნახევარი.

მაგალითად: წყნეთი – საბურთალო 15 კმ, საშუალო ავტომობილის წვა 12 ლიტრი. წინ და უკან მგზავრობისას დახარჯული საწვავის რაოდენობა 3.5 ლიტრი ანუ დღეში 8 ლარი. როდესაც მძღოლი იყენებს Carpool-ს თანხას ინაწილებს მძღოლი და მგზავრობის ხარჯი ორივესთვის ნახევრდება.  მგზავრობის დასრულებისას მძღოლიც და მგზავრიც ერთმანეთს შეაფასებენ ანონიმური შეფასების სისტემით, რაც შემდეგში მათ რეიტინგზე იმოქმედებს.

12 თებერვალს კახა კალაძემ ახალი ელექტრონული პორტალის “შენი იდეა ქალაქის მერს” პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერმა პროექტი სტუდენტებს, თვითმმართველობის წევრებს და დეპუტატებს გააცნო. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ მოსახლეობას ბევრი საინტერესო იდეა ექნება.

 

ვებპლატფორმის მისამართია idea.tbilisi.gov.ge

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,134 ნახვა
%d bloggers like this: