ეს საინტერესოა

არქტიკაში სიღრმიდან იდუმალი ზუზუნი ისმის

Nusagi

არქტიკაში სიღრმიდან იდუმალი “ზუზუნი” ისმის, ხმაური აფრთხობს ცხოველებს. არავის შეუძლია ახსნას, თუ რა მოვლენასთან აქვთ საქმე.

იდუმალი ხმაური კანადის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ზღვიდან ისმის, რამაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და ხელისუფლების წარმომადგენლები საგონებელში ჩააგდო. ისინი ცდილობენ დაადგინონ ხმაურის წარმომავლობა.

ხმაური, რომელიც ფიურის და ჰეკლას სრუტეების მთელ ტერიტორიაზე, ნუნავუტის რეგიონის არხზე ისმის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ამოუცნობი ფენომენია. მოშორებული რეგიონი ჩრდილოეთ კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მოსახლეობა საკვებს ნანადირევით შოულობს. დამკვირვებლებმა ზაფხულში ამ ადგილებში ზღვის ძუძუმწოვრების შემცირება შენიშნეს და მათი სიმცირე მიაწერეს უცნაურ ხმაურს, რომელსაც, როგორც „ზუზუნს“ და “ბზუილს” ისე აღწერენ.

საკანონმდებლო ასამბლეის წევრებმა, რომლებიც ამ რეგიონს წარმოადგენენ, აღნიშნეს ცხოველების უჩვეულო ნაკლებობა. ასამბლეის წევრმა ჯორჯ კუალუტმა CBC News-ს განუცხადა: “ეს მონაკვეთი მიგრირებადი მარშრუტია პოლარული ზვიგენებისთვის და ასევე სელაპებისთვის. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ისინი უამრავია, მაგრამ ამ ზაფხულს არც ერთი არ გამოჩენილა “.

ხმაურის წყაროს შესახებ ვარაუდებში შედის ბეფინლენდის რკინის საბადოების კორპორაციის მიერ წარმოებული სამთო საქმიანობა. CBC News-ის შესაბამისად, ორგანიზაციამ უარყო ამ მხრივ რაიმე სახით მონაწილეობა. საკითხს აგრეთვე იძიებს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტის სპიკერის CBC-ისთვის მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, “კანადის შეიარაღებული ძალები შესაბამის ნაბიჯებს დგამს სიტუაციის ძირეულად გამოსაძიებლად”.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: