ბიზნესი

თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია ,,სვეტის” კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა

Nusagi

თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანია “სვეტის” კომპლექსის მშენებლობა შეაჩერა. მომხმარებლები, რომლებსაც მშენებარე ბინებში ფული აქვთ გადახდილი, კომპანიის ადმინისტრაციას ედავებიან.

კომპანია “სვეტის” ერთ-ერთი ოფისში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ასობით ადამიანმა იმ კორპუსების აშენების ნებართვის არარსებობაზე გაიგო, რომლებსაც სვეტი აშენებს. საუბარია მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 4 15-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო. დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანია “სვეტმა”დეკემბერში მათ შავი კარკასიც კი ვერ ჩააბარა , დღეს კი უკვე შეიტყვეს, რომ მერიას მშენებლობაზე ნებართვა არ აქვს გაცემული. დაზარალებულები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა დაანონსებული შეხვედრა ჯერჯერობით არ დაწყებულა. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: