სოციალური ქსელები და მედია

,,სახლში გარდაცვლილთა” საიტს შუძლია გითხრათ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა თქვენს სახლში და როგორ

Nusagi

THE VINTAGE NEWS  ვებ-გვერდი Diedinhouse.com იმგვარადაა შექმნილი, რომ ადამიანებს შეუძლიათ მისამართის მიხედვით მოძებნონ და გაარკვიონ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მათ სახლში. ვებ-გვერდი იყენებს ინფორმაციას ახალი ამბების განცხადებებიდან, გარდაცვალების მოწმობებიდან და პოლიციის ჩანაწერებიდან, რათა დაადგინოს, თუ რამდენი ადამიანია გარდაცვლილი ამა, თუ იმ მისამართზე.

საიტის მახასიათებლებია ძებნის ფუნქცია, რომლის დროსაც პიროვნებას შეყავს თავისი მისამართი და ძებნის მეშვეობით, მილიონობით ჩანაწერების საფუძველზე აღმოაჩენს, თუ გარდაცვლილა ვინმე ოდესმე მის სახლში. მომსახურება ფასიანია და ძირითადი ძებნა დაახლოებით $ 12 ღირს. საიტმა გააფართოვა მისი შეთავაზება და მომხმარებელს ასევე სთავაზობს ინფორმაციის მიწოდებას, თუ ჰქონია რაიმე სხვა ინციდენტს ადგილი მის სახლში.

მონაცემები სათავეს იღებს 1980-იანი წლებიდან, როდესაც ინფორმაციისა და ჩანაწერების გაციფრება დაიწყო და ამჟამად მიმდინარეობს იმ გზების ძიება, თუ როგორ მოახდინონ მანამდე არსებული მონაცემების ატვირთვა. საიტის მფლობელის, ბატონ კონდრის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ სახლის მფლობელებმა უნდა აცნობონ პოტენციურ მყიდველებს ამ ტიპის ინფორმაცია, თუმცა ეს კანონით არ მოითხოვება. მისი განმარტებით, როდესაც მან დაიწყო ამ საკითხის შესწავლა,  აღმოაჩინა, რომ ამ სახის ინფორმაციის გასარკვევად არაფერი არ არსებობდა. საიტის მფლობელმა განაცხადა, რომ მან გაარკვია, რომ ვიღაც იყო გარდაცვლილი იმ სახლში, რომლის ყიდვასაც ის აპირებდა.

კონდრი აცხადებს, რომ მარტო აშშ-ში დაახლოებით 4.5 მილიონი სახლია, სადაც ადამიანები არიან გარდაცვლილი.

Diedinhouse.com არის პირველი ცნობილი ბაზა, რომელიც ამ სახის ინფორმაციას სთავაზობს მომხმარებელს. ჟურნალისტებმა გადაამოწმეს საიტის სანდოობა და აღმოაჩინეს, რომ სახლი, რომელსაც ისინი ეძებდნენ ოჰაიოში ერთ დროს მათემატიკური ლაბორატორია იყო. ამ დროისათვის საიტზე შეიძლება  მოძებნოთ მისამართებიმხოლოდ  აშშ-ში. და მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვამდე სახლში გარდაცვალების შემთხვევების გამოვლენა არ არის სამართლებრივი მოთხოვნა, მას შეუძლია ქონების ფასი 25% -ით დაწიოს. საიტი სარგებელს აძლევს მათ, ვისაც სწამს, რომ მათ სახლში სულები არსებობენ – ამით შეიძლება გამქირავებელმა, იხეიროს. Forbes-ის მიხედვით გარდაცვალების ან ძალადობრივი დანაშაულის ისტორიამ შეიძლება სახლის ღირებულება 30 პროცენტით დასწიოს.

ქონდრიმ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც საიტი შიქმნა მას განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ადამიანები ტეხასიდან და კალიფორნიიდან. მისი თქმით, კალიფორნიის მაცხოვრებლები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან შტატში მომხდარი ბევრი ცნობილი მკვლელობით და გარდაცვალებით და იმის შესაძლებლობით, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები მათ სახლს. “მე შემაწუხებდა იმის ცოდნა, რომ ვიღაც გარდაიცვალა ჩემს სახლში”, განაცხადა ქონდრიმ. “მაგალითად, მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთ სახლში, სადაც მკვლელობა ან თვითმკვლელობაა მომხდარი“.

“ზოგიერთ ადამიანს არ აქვს იმის პრობლემა, რომ ვიღაც გარდაიცვალა მათ სახლში. მაგრამ, როდესაც თქვენ შეახსენებთ მათ, რომ ამის ცოდნამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მათი სახლის ღირებულებაზე, იმწამსვე სხვანაირად აჭიკჭიკდებიან“, განაცხადა ქონდრიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: