საზოგადოება

ლაღად დააბიჯებ ამ ცოდვილ დედამიწაზე და პატიოსანი ცხოვრების მაგალითს გვაძლევ!

Nusagi

ქართველ პოეტს, მთარგმნელს, აღმოსავლეთმცოდნეს, პროფესორ  გიორგი ლობჟანიძეს დღეს, 20 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა. საქართველოს პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს მას.

“დღეს ამ დიდი ადამიანის, ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის გიორგი ლობჟანიძის დაბადების დღეა! ბედნიერი ვარ, რომ ამქვეყნად გაჩნდა და მე მეგობრად მთვლის! პოეტი, მთარგმნელი, პროფესორი, დიპლომატი… უსაზღვრო ნიჭითა და კიდევ უამრავი მადლით შემკული ადამიანი, ხშირად ყოველდღიურობით დამძიმებულიც, სრულიად უბრალოდ, ლაღად დააბიჯებს ამ ცოდვილ დედამიწაზე და პატიოსანი ცხოვრების მაგალითს გვაძლევს. მიყვარხარ გიო! მიხარია, რომ შენმა ღვაწლმა, ჯერ კიდევ ბავშვობაში მოპოვებულმა აღიარებამ ვერ გაქცია განდიდებულ, „გახამებულ“ ადამიანად. მიხარია, რომ შეგრჩა გაკვირვების, აღფრთოვანების, ღრმა ტკივილის გამოხატვისა და სიხარულით გადაკისკისების ნიჭი! სულაც არ მიკვირს, შენ ხომ იმ სამყაროს ეკუთვნი, სადაც 16 წლისანი ჭაღარავდებიან და 100 წლისაც არ ბერდებიან! უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!!!”-წერს ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,397 ნახვა
%d bloggers like this: