სოციალური ქსელები და მედია

ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას

Nusagi

ტელეკომპანია იბერიას შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ ომეგა ჯგუფ თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა. საუბარია ბოლო პერიოდში ომეგა ჯგუფისთვის მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია იბერიასაც შეუქმნას.

ცოტა ხნის წინ იბერიას ეთერში გაკეთდა განცხადება, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის. ლევან აღდგომელაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფს მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ზიანი მიადგა British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. „ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის.

“ტელეკომპანია იბერიის ძირითადი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო ომეგა ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია იბერიასაც,“ – განაცხადა ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.

ომეგა ჯგუფის შიგნით არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია აქვს ბიზნესომბუდსმენს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მისთვის ცნობილია იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების მხრიდან მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია, რამდენად შეიძლება, დააზარალოს ამ პრობლემებმა ტელეკომპანია იბერია.

„მე ვიცნობ ომეგა ჯგუფის საქმეს კონკრეტულ ბიზნესკომპანიებთან მიმართებაში, თუმცა, სხვა საკითხები, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუნდაც, ტელეკომპანია იბერიაზე ან ომეგა ჯგუფზე ზეწოლას, ასეთი ტიპის საკითხებზე ჩვენ კონსულტაცია არ გვქონია. მათი მხრიდან ამ მიმართულებით საკითხი არ დამდგარა, ამიტომ ასეთი მოქმედებების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვაინტერესებს ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ურთიერთიბას თუ არსებობს არგუმენტები და ფაქტები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გარკვეული მოქმედებები გვექნება,“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: