სოციალური ქსელები და მედია

,,იბერიას” მეწილე ჟურნალისტებისგან განსხვავებით, არ თვლის, რომ ტელევიზიას უტევენ

Nusagi

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

„შანტაჟი ყველას მხრიდან დაუშვებელია. „იბერია“ და სხვა ტელეკომპანიები დამოუკიდებლები არიან და ისინი არანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზემოქმედებისთვის გამოყენებული არ არიან. მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია, მედიას თავისი საქმე აქვს, მთავრობას თავისი და პარლამენტს – თავისი. თუ ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს, ეს მხოლოდ ჩვენს მომავალს წაადგება. შეტევა ის იყო, რაც 2004 წელს განხორციელდა და გახსოვთ, „იბერიის“ მიმართ რა განხორციელდა. შეტევას იმას ვერ დავარქმევ, რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს. დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია“, – დასძინა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: