უცხოური მედია

პოლონეთში, არალეგალი მუშახელის გამოვლენის მიზნით რეიდები დაიწყო

Nusagi

პოლონეთში, მესაზღვრეებმა იმ კომპანიების მასობრივი შემოწმება დაიწყეს, რომლებიც უცხოელებს ასაქმებენ. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იუწყება.

აღსანიშნავია, რომ რეიდები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების ძირითადი მსხვერპლი უკრაინის მოქალაქეები არიან. უცხოელები საბუთების გარეშე მუშაობენ, ზოგჯერ კი უვიზოდაც.

“ამ დღეებში, საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა შემოწმება ჩაატარეს გდანსკში, ერთ-ერთი სააგენტო არალეგალურად ამუშავებდა 134 უცხოელს, მათგან 126 უკრაინის, 6 კი ბელორუსიის მოქალაქე იყო.”-განაცხადა საზღვრის დაცვის  პრეს-სამსახურის უფროსმა ანჟეი იუზვიაკმა.

ასეთ დროს, ფულადი სანქციები როგორც კომპანიის ხელმძღვანელებს, ისე არალეგალურად დაქირავებულ თანამშრომლებს ელით. მათ ქვეყანას სასწრაფო წესით დაატოვებინებენ.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: