უცხოური მედია

ფილიპინების პრეზიდენტმა მოქალაქეებს პრეზერვატივების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩია

Nusagi

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგე დუარტემ თავის მოქალაქეებს ურჩია, არ იხმარონ პრეზერვატივები მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აივ ინფექცია მძვინვარებს.

დუერტე თვლის, რომ ბარიერული კონტრაცეპტივებით სექსს “კმაყოფილების შეგრძნება ” არ მოაქვს. ამის სშესახებ The Independent იუწყება. პრეზიდენტმა პარალელი ტკბილეულის მიღებასთან გაავლო: “აი სინჯეთ მისი შეჭმა გაუფცქვნელად. ასევეა პრეზერვატივიც”.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ფილიპინებში შიდსით 2009 წელს 10 ათასი ადამიანი იყო დაავადებული. 2016 წელს რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა- 60 ათასამდე. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 მილიონია, ეს რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა გავრცელების სისწრაფე  შემაშფოთებელია და ეპიდემიაზე მიანიშნებს.

დუერტეს სიტყვებმა შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციების აქტივისტების  აღშფოთება გამოიწვია. “როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზედმეტად ზრუნავს სიამოვნებაზე-განაცხადა ფილიპინების პარლამენტის წევრმა რიზა ხონტივეროსმა.- “არაფერი სასიამოვნო იმაში არ არის, რომ ქვეყანაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება”-განაცხადა მან.

 

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: