ეკონომიკა

134 მოსახლეს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები გადაეცა

Nusagi

134 მოსახლეს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები გადაეცა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ უკვე რამდენიმე კოოპერატივს გადავეცით სათიბ-საძოვრები. ოჯახებს, რომლებსაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ, 25-წლიანი იჯარით 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს გადავცემთ. ეს არის 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ეს პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დანადგარით. რაჭაში ჩემთან შეხვედრისას, ამ კოოპერატივების წარმომადგენლებმა განიხილეს ეს საკითხი, რომ მათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა ტექნიკა და სწორედ ამიტომ გავითვალისწინეთ ეს გადაწყვეტილება და ასეთი ტიპის ტექნიკა გადაეცემა ამ კოოპერატივებს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ 200 სული ფური ან/და დეკეული, სათიბ-საძოვრების იჯარით გადაეცემის საკითხზე მთავრობის წინა სხდომაზეც ისაუბრეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: