ჯანდაცვა

ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რომ დაიწყოს ბავშვებში, დაავადება მოზრდილებში გადაინაცვლებს და ბევრი მძიმე შემთხვევა გვექნება

Nusagi

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამერიკის გარდა სავალდებულო არსად არ არის, ევროპის ქვეყნებშიც კი ეს კონკრეტული ვაქცინა არის მოთხოვნით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პაატა იმნაძის თქმით, თუ იქნება მოთხოვნა, ვაქცინა იქნება რამდენიმე დღეში. „შარშან ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყანაში, მაგრამ აუთვისებელი დარჩა, რადგან მოთხოვნა არ ყოფილა. დღეს ვისაც სურვილი აქვს, ის აიცრება, მაგრამ როცა სახელმწიფო შეიტანს ამას კალენდარში, მაშინ უნდა გავთვალოთ ის, რომ ავადობა გადაინაცვლებს მოზრდილ ასაკებში და გაცილებით მძიმედ წავა. ანუ ზეგავლენა უარყოფითი უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არის. დღეს ეს არის ძალიან სუსტი დაავადება და წლები ისე გადის, რომ მძიმე შემთხვევა არ ფიქსირდება. ვაქცინაცია რომ დაიწყოს ბავშვებში, დაავადება მოზრდილებში გადაინაცვლებს და ბევრი მძიმე შემთხვევა გვექნება, რადგან მაშინ უნდა მოინახოს ყველა არაიმუნური მოზრდილი და აიცრას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ. თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სისხლმდენი ჩუტყვავილა გახდა. ასევე, წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის 1 თებერვლის ბრძანებით, აუცილებელია ყველა ბავშვს ჰქონდეს სავალდებულო ვაქცინაცია ჩატერებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: