კრიმინალი

შსს: 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია

Nusagi

თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი გამართა. სამინისტროს ინფორმაციით 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. ის 1997 წელს დაბადებული ლ.გ.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, გამოძიება კი 108 მუხლით მიმდინარეობს.

დღეს დილით თემქაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შსს-მ გოგონას შეყვარებულიც დაკითხა, რომელსაც მასთან რამდენიმე სატელეფონო ზარი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა განხორციელებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის მიერ დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,596 ნახვა
%d bloggers like this: