ბიზნესი

ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა

Nusagi

ომეგა ჯგუფის განცხადებას, რომ მათ ფინანსურ პრობლემებს მიზანმიმართულად უქმნიან, “საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ თავმჯდომარე, ფადი ასლი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ომეგა ჯგუფის პრეტენზიები სასაცილოა, რადგან მათი კომპანიის ფინანსური პრობლემების გადაბრალება სახელმწიფოზე უსამართლოა. ფადი ასლი ამბობს, რომ ომეგა ჯგუფს ანალოგიური სარჩელი ჰქონდა მისი კომპანიის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ათეულობით მილიონით დააზარალა ინვესტორი. ახლა ომეგას სურდა, რომ “British American Tobacco-სგან მიღებული შემოსავლით ვალები დაფაროს, რაც არ გამოვიდა.

“ომეგა ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მათთვის 270 მილიონი ლარის ჩამორთმევაში, რომლის თაღლითური გზით მიღებაც მათ “British American Tobacco-სგან“ უნდოდათ, და ამან გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფულით დავალიანებებს და ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავდნენ. ახლა კი სასამართლომ მათ ამ ფულის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კორუმპირებული ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება გააუქმა და ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო ბრალდება. ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა, პოლიცია მას შეაჩერებს, ის კი პოლიციას თავის ფინანსურ პრობლემებში დაადანაშაულებს, რადგან მას ბანკის გაძარცვის საშუალება არ მისცეს. გვჯერა, რომ „ომეგა“ უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და იქცევა ბავშვურად არაპროფესიონალურად, ამას არავინ დაიჯერებს, ისინი თავს სასაცილოდ იხდიან. არ ვიცი რა ხდება „იბერიასთან“ დაკავშირებით, „იბერია“ ამ ჯგუფის ნაწილია. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ „იბერიაა“ პრობლემა. ვფიქრობ, მთელ ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. მიმაჩნია, რომ „იბერიაზე“ საუბრის მცდელობა და იმის თქმა, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ არის პროფესიონალური”, – განაცხადა ფადი ასლიმ.

“იბერიის“ მესაკუთრე, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმიანება და თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ განმარტავს, რომ ტელეკომპანიის მიმართ დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია. “ომეგა“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის. მის მიერ უამრავი ადამიანია დასაქმებული. “ომეგა“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი სექტორი ფაბრიკაა, რომელიც ახლა, გარკვეული მიზეზების გამო, დაზარალებულია. ეს მიზეზები არალეგალური მოქმედებებია. საქმის კურსში არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, მთავრობა და სასამართლოც. საკითხის შესახებ დავა სასამართლოში მიმდინარეობს… მანამდე ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა. ჟურნალისტის განცხადებით, ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემები აქვს. რაც მათი ვარაუდით მიზანმიმართულად ხდება, რათა ტელევიზიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

“იბერიის” განცხადებას მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი გამოეხმაურა და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „სრული აბსურდი“ უწოდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,892 ნახვა
%d bloggers like this: