ახალი დამატებული

დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“ჩემო მეგობრებო, გუშინდელმა ჩატარებულმა ჩვენი დარგის რიგგარეშე ყრილობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მინდა განვმარტო, უკვე „საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირი“ იყო, არის და იქნება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგებში. ჩვენი – 22 თებერვლის ყრილობის მიზანი იყო დარგის საქმიანობის არეალის გაფართოება. ვინც კითხვებს სვამს და ქილიკობს, გეკითხებით: თქვენ წინააღმდეგები ხართ, პროფკავშირების რიგებს შემოუერთდნენ და დაცული იყოს მასმედიის, სპორტის, ტურიზმის და კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი უფლებები და ინტერესები? ძალა ერთობაშია! ერთიანი ძალებით, ჩემს კოლეგებთან ერთად, უკეთესად დავიცავთ საქართველოს პროფესიულუი კავშირების გაერთიანების რიგებში გაწევრიანებულ მშრომელთა შრომით და სოციალურ უფლებებს”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-9 ყრილობა გაიმართა. ყრილობის გადაწყვეტილებით ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირულ ორგანიზაციას შემოუეერთდა სხვადასხვა დარგის პროფკავშირული ორგანიზაციები და მის საფუძველზე შეიქმნა ხელოვნების, კულტურულ-საგანმანათლებლო, მასმედიის, სპორტისა და ტურიზმის პროფესიული კავშირი. ყრილობის დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ახალი გაერთიანებისა და კავშირის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულ იქნა დავით ოქიტაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,384 ნახვა
%d bloggers like this: