საზოგადოება

ეს ამ წუთებში, თბილისში ხდება!

Nusagi

ვიდეო, რომელზეც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდაა  აღბეჭდილი “ინფო ფოსტალიონს” ერთ-ერთმა მკითხველმა მიაწოდა. კადრებზე, რომელიც ნინა ჟვანიას ქუჩის მხრიდან რჩეულიშვილის მხარესაა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ მუშა ყოველგვარი სპეციალური საშუალებების გარეშე, ერთ თხელ ფიცარზე დგას და ფაქტიურად სიკვდილს თვალებში უყურებს.

როგორც ჩანს, მიუხედავად ბოლო დროს, მშენებლობაზე დაღუპული მუშების გამო  ატეხილი ხმაურისა, დამსაქმებლები კვლავ აგრძელებენ დაქირავებული მუშახელის შრომის გამოყენებას ისე, რომ უგულვებელყოფენ უსაფრთხოების ზომებს.

“მთელი კორპუსი რამდენიმე საათია თვალს ვადევნებთ ამ ბიჭების შრომას და ძარღვებში სისხლი გვეყინება, პირჯვარიც კი გადაწერა ზოგმა. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე , იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას, შესაძლია სამსახური დაკარგოს და სხვა გზა არ აქვს.”-მოგვწერეს მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა.

მსგავსი სურათი რომ გამონაკლისი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ, “ინფო ფოსტალიონი” მოუწოდებს მოქალაქეებს, მოგვაწოდონ მსგავსი სახის ინფორმაცია და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, რათა მავანთა ყურამდე მივიტანოთ და გავაგებინოთ, რატომ იღუპებიან კვლავ ადამიანები მშენებლობებზე.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: