პოსტები სოციალური ქსელიდან

ერთი ჩამოსვა, მეორე აიყვანა… ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

Nusagi

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

ტრამვაია, რელსებს ვერ გადადის.
შუა გზაზე აჩერებს, ერთი ჩამოსვა, მეორე აიყვანა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

როგორც ხედავთ, არაა ის სიტუაცია, როცა არ არის ხოლმე გადაყენების საშუალება.

ასეთ მძღოლს მოწმობა სამუდამოდ უნდა ჩამოართვა.

საერთოდ, ცუდი სიტუაციაა მიკროავტობუსებში. ხშირად უყვირიან მგზავრებს, ილანძღებიან. ზაფხულში ისე აცვიათ, გეგონება ბოსტანში სამუშაოდაა გამოსული.

მე თვითონ მომსვლია შელაპარაკება, როცა გავსებულ მიკროავტობუსში, მძღოლი ყვირილით, უხეშად ითხოვს უკან გადასვლას.

რაც მიკროავტობუსების სერვისი შემოვიდა, ამ პრობლემებით არავინაა დაკავებული. ვამზადებ დიდ რეკომენდაცია-იდეებს მერიისთვის, მათივე ინიციატივის თანახმად. აუცილებლად შევიტან ასეთ საკითხებსაც.

თბილისში, მთელ რიგ მიმართულებებზე საღამოს საათებში ჭირს ტრანსპორტი. ეს ცალკე პრობლემაა. მარშრუტებიც, როცა წინას წინა მერმა დაამოკლა, ძალიან მოუხერხებლადაა გათვლილი.

რაც ამ ფოტოზე ხდება, იმის გარდა, რომ ირგვლივ მოძრავ ტრანსპორტს ფეხებზე იკიდებს, უსაფრთხოების და მოძრაობის წესების უხეში უგულვებელყოფაა.

ჩემი აზრით ახალი კომპანიებია შემოსაყვანი რეალური კონკურენციის უზრუნველყოფით. დანარჩენს ცალკე დავწერ.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: