სამართალი

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების გასაჯაროებას გმობს

Nusagi

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და ბრალდებულის ადვოკატის მიერ მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელებას დაუშვებლად მიიჩნევს.

“ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.

ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები.”-აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

დავით ასათიანის განცხადებას სხვა ადვოკატების კომენტარები ახლავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის ადვოკატის სატელევიზიო გამოსვლამ ჩრდილი მიაყენა ადვოკატთა კორპუსს, ზოგიერთი კიმიიჩნევს, რომ ადვოკატის მხრიდან არა მხოლოდ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა, არამედ ასცდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს, მან დაასახელა ის ფაქტი, რაც მკვლელობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის ინფორმაციით, საქმეში შავი ბმვ-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: