საზოგადოება

ერეკლეს აღარ აქვს სტაბილური მდგომარეობა, რაც ძალიან საშიშია

Nusagi

ფეისბუქგვერდი “ჩვილი ერეკლესთვის”, რომელიც ნაწლავის იშვიათი დაავადების მქონე პატარა ერეკლეს დასახმარებლად გაიხსნა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“საღამომშვიდობის!

გვინდა ძალიან მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ერეკლეს აღარ აქვს სტაბილური მდგომარეობა და გამოკვლევების პროცესში ახალ-ახალი “სიურპრიზები” გვემატება.
დიახ, კანის ფერი ჯანმრთელი ბავშვისას ჰგავს, თუმცა როგორც ვთქვი, გართულებები ფეხდაფეხ გვხვდება და ეს ახლა ერეკლესთვის ძალიან საშიშია.

აქტიურობა თითქმის აღარ არის და ახლა, ამ მომენტში, ყველაზე მეტად ვჭირდებით ამ სიცოცხლეს.

ერეკლეს დედა მუდმივად მასთანაა, უვლის და აკვირდება თითოეულ პატარა ცვლილებასაც, რა თქმა უნდა, ექიმების დავალებით და ვერ ახერხებს ხშირად მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. გვაპატიეთ და გაგვიგეთ.

კიდევ ერთხელ ვითხოვთ კეთილი ადამიანების გამოჩენას.

რეკვიზიტები:
მიმღები – ჯიმშერ დანელია(მამა)
საქართველოს ბანკი:
GE60BG0000000041739800

თიბისი ბანკი:
GE90TB7320645061100014

ფასიანი ნომერი (1 ლარი) 0901700177

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,466 ნახვა
%d bloggers like this: