საზოგადოება

ვისაც სესხების გამო პრობლემები გაქვთ, ვისაც უსამართლოდ გაგიყიდეს უძრავი ქონება გამომეხმაურეთ !!!

Nusagi

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ბანკების კაბალურ ხელშეკრულებებზე და მოსახლეობის გაღატაკების საკითხებთან დაკავშირებით,  ვისაც პრობლემები გქონდათ სესხებთან დაკავშირებით და ვისაც უსამართლოდ გაგიყიდეს უძრავი ქონება გამომეხმაურეთ !!! პირადში მოგწერთ ჩემს ტელეფონს გავესაუბროთ ერთმანეთს და დავდგეთ ერთად ამ უსამართლობის აღსაკვეთად . გაჩუმება მათ გამართლებას ნიშნავს და არავინ იცის თავად როდის ჩავარდებით ამ მდგომარეობაში !

ვიწყებთ დიდ მოძრაობას !უნდა დასრულდეს ეს ჰალსტუხიანი კრიმინალების თარეში საქართველოში! უნდა გავაჩეროთ სანამ კიდევ არ შეეწირა უამრავი ოჯახი…….კი ვაღიარებ ადრე არ ვიყავი ამ საკითხებში ჩახედული, მაგრამ ახლა კარგად გავერკვიე საკუთარ თავზე.

6 მარტს აუქციონზე გაიტანენ ჩემს სახლს და გაყიდიან არც ერთხელ არ დამირღვევია გრაფიკი დღემდე ვიხდი პროცენტის გადასახადს მაგრამ მაინც ყიდიან.

სითი პარკის ჯარიმის გამო დამიყადაღეს სესხი და დამაწერეს 6 ათასი ლარის ჯარიმაზ!.

სითი პარკმა აღიარა, რომ ვიყავი მართალი, ჩამომაწერა ვალი და მომიხსნა ყადაღა, მაგრამ ბანკი ამას არ აკეთებს, მეტიც, კეთილსინდისიერ გადამხდელს მიყიდის ბინას !

მოგიწოდებთ ვაიძულოთ ბანკები და სახელმწიფო დაარეგულიროს კანონი რათა დაცული იყოს როგორც ბანკის ასევე ადამიანის უფლებები.”-წერს კომპოზიტორი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,690 ნახვა
%d bloggers like this: