სპორტი

ინსინიე: ,,ლაიფციგის” მწვრთნელი კოცნებს მიგზავნიდა”

Nusagi

“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ “ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჟოლტ ლიოვი მატჩის მიმდინარეობისას მას კოცნებს უგზავნიდა. ინფორმაციას Fanebi.Com ავრცელებს.

უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლიმ” “ლაიფციგი” სტუმრად 2:0 დაამარცხა, თუმცა პირველ მატჩში მარცხის (1:3) გამო, მომდევნო ეტაპის საგზური გერმანულმა კლუბმა მოიპოვა.

“ლაიფციგის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. ის დამცინოდა და კოცნებს მიგზავნიდა. თუ დაპირისპირება შენი გამარჯვებით სრულდება, უნდა მოკეტო და მეტოქეს პატივი სცე.

ვფიქრობ, მეორე შეხვედრაში “ლაიფციგს” არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მათი მომდევნო ეტაპზე გასვლა სამართლიანია, რადგან პირველი მატჩი მოიგეს. განმეორებითი შეხვედრისათვის ძალიან კარგად მოვემზადეთ, თუმცა მესამე გოლი ვეღარ გავიტანეთ. დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა ნებისმიერ დროს შეგვიძლია. პირველ დაპირისპირებაში ბევრი შეცდომა დავუშვით”, – უთხრა ინსინიემ Sky Sport Italia-ს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: