საზოგადოება

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს

Nusagi

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ბანკის წინ შიმშილობის აქციას იწყებს.

“ძალიან მალე ვიწყებ უვადო შიმშილობას საქართველოს ბანკის სათაო ოფისთან! თუმცა ექიმები მიკრძალავენ ჩემი ჯამრთელობის გამო ამის გაკეთებას მაქვს დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება … პასუხისმგებლობას ვაკისრებ ყველა იმ თანამშრომელს რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს მოტყუებაში ზეწოლაში და ყაჩაღურად სახლის წართმევაში! სახელებსაც გაგაცნობთ !ყველა მეზობელმა, ნათესავმა ახლობელმა, მეგობარმა,მათმა შვილებმაც უნდა იცოდეს ვისთან აქვს საქმე რა არაადამიანებთან და იმასაც გამოვაქვეყნებ რამდენი ადამიანი გააღატაკეს და დაღუპეს. მე სხვა გზა აღარ დამრჩენია არა იმიტომ, რომ ბინას ვკარგავ, არამედ ასეთი უსამართლობის ატანას აღარ ვაპირებ!.

100 000 დოლარად შეფასებულ სახლს თხუთმეტი ათას ლარად ყიდიან აუქციონზე ეს სამართლიანია ?ერთი დღე და წამი არ გადამიცილებია პროცენტების გადახდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ნებისმიერს დავუმტკივებ თავად საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტებით…ეს ყველაფერი ცხადყობს იმას, რომ ბანკს პროცენტების გადახდა კი არ აინტერესებს, არამედ  ქონება, ჩემი სახლი ვერაზე და ჩემი ოჯახის დასჯა….”-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ ზაქარიაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სითი პარკის ჯარიმების მიერ, სააღსრულებომ მის ანგარიშს ყადაღა დაადო და ბანკის კრედიტის გადახდის საშუალებას არ აძლევს. საქართველოს ბანკმა კი მისი ბინა გასაყიდად გაიტანა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,790 ნახვა
%d bloggers like this: