საზოგადოება

ნიკოლოზ მჟავანაძე: ქალბატონო ნანა, მე თქვენ ვერ შემაშინებთ

Nusagi

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

“არ ვიცი რამდენად მართალია, ინფორმაციის სისწორეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ როგორც შემატყობინეს ,,იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა ცეცხლებს ყრის გუშინდელ ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც 21.30-22.20 საათზე გავიდა და ითხოვს ჩემს დასჯას, არ ვიცი როგორ. ასევე ჩემი გადაცემის მოხსნას ,,ობიექტივის” ეთერიდან მისი და ტელეკომპანია იმედის მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო. თუკი ეს ასეა არ მიკვირს, რადგან ერთხელ უკვე იყო მუქარანარევი განცხადებები მისი მხრიდან ჩემს მიმართ, როცა ჩემი facebook გვერდიდან ინფორმაციის აღება და ბოდიშის მოხდა მომთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ქალბატონო ნანა მე თქვენ ვერ შემაშინებთ, გადაცემაც რომ დამიხურონ, რომც დამსაჯონ არ ვიცი როგორ, მე მაინც გამხელთ თქვენ და თქვენი ტელეკომპანიის ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რადგან თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები. იმის მაგივრად ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას კიდევ აქეთ იმუქრებით.”წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: