პოსტები სოციალური ქსელიდან

რა მაგარი რამეა ხალხის ფულით შექმნილი საპენსიო ფონდი-უკვე წარმომიდგენია, რამდენს მოსდის ნერწყვი

Nusagi

მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას დაგროვებით საპენსიო მოდელზე.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის შედარებით ახალი მოდელია და ჯერ ვერავინ იტყვის დარწმუნებით – ამართლებს თუ ვერა. მით უმეტეს, ამ მოდელის ამოქმედებისას ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი უმნიშვნელოვანესია. საქართველოში, სადაც 50 წელზე კი არა, მომავალი 10 წლის განვითარებაზე გაწერილი და შეთანხმებული განვითარების სტრატეგია არ არსებობს (მე არ მეგულება, ყოველ შემთხევაში), სადაც პარტიებს სამოქმედო პროგრამები ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე საკუთარივე პროგრამების დაკიდებას იწყებენ; სადაც რა იქნება და სად იქნებიან მომავალ შემოდგომას, ის არ იციან მინისტრებმა; სადაც ეროვნული ვალუტა როდის იწყებს ისტერიულ რყევას – არავინ იცის და წესიერად ვერავინ ხსნის ამ კონვულსიებს; სადაც ჩატარებული გვაქვს უპრეცედენტო (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვისაც კი!!!) ექსპერიმენტი ხალხის ოფიციალური გატყავების – როდესაც არა მარტო ანაბრები გაუქრეს შემნახველი ანგარიშებიდან, არამედ სსრკ-ს საპენსიო ფონდში (დოსააფში) ამ ხალხის ოფიციალური წილის საქართველოში გადმოტანაზე უარი თქვეს მთავრობის იმ წევრებმა, ახლა რომ დიდი ბიზნესმენები ჰქვით და ღატაკთა ნახევარმილიონიანი მასა ტვირთად აჰკიდეს ქვეყანას (პენსიონერებზე მაქვს საუბარი, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი დანაზოგი სსრკ-ს დაქცევის შემდეგ მცირე ბიზნესებში ჩაედოთ, უბრალოდ მათხოვრებად და ბალასტად იქცნენ) – აი, ამ ქვეყანაში დაგროვებით საპენსიო სისტემის იძულებითი ამოქმედება – კიდევ ერთი წინასწარ დაანონსებული აფერა იქნება და ახლა უკვე ის თაობა უნდა გავატყაოთ, რომლებმაც არ იციან, როგორ დაატყავეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობებმა მათი ბებია-ბაბუები!!!
– გეყოთ!!!
დაგროვება ნებაყოფლობითია და თუ ისევ სსრკ არ გვაქვს, იმ 2 პროცენტის დასაგროვებლად, რომელიც აწი უნდა ჩამოაჭრათ 40 წლამდე ახალგაზრდებს, არსებობს კომერციული ბანკი. ყველა მიხვდება, რომ ყოვეთვიურად დაგროვებით ანაბარზე შეტანილი ხელფასის 2 პროცენტი და მასზე დამატებული დივიდენდი – ისაა, რაც მათი იქნება და როგორც მოესურვვებათ, ისე განკარგავენ სიბერეში. თუმცა, გასაგებია, რა მაგარი რამეა ეს. ე.წ. ხალხის ფულით შექმნილი საპენსიო ფონდი – უკვე წარმომიდგენია, რამდენს მოსდის ნერწყვი ფონდის მენეჯმენტში მოჯდომასა და ბევრნულიანი ხელფასების და ათასგვარი შესაძლო ბიზნესგარიგებების ხსენებაზე.-წერს ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: