ხელოვნება და კულტურა

ლენტით ქარგვა-დატკბით, ამ სილამაზეს ხელოვნების სკოლის სასწავლო ცენტრში ქმნიან

Nusagi
ბაფთებით შექმნილი ეს საოცარი ქმნილებები ხელოვნების სკოლის სასწავლო ცენტრშია დამზადებული. როგორც  ცენტრის პედაგოგი თამუნა ტურაშვილი “ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მიმართულება შეიძლება გამოვიყენოთ როგორც აქსესუარების დასამზადებლად, ასევე ჩანთების, ტანისამოსის, სუფრების, გადასაფარებლების, დეკორატიული ბალიშების გასაფორმებლად, ლენტებით ქარგვის შესწავლის მსურველებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა.
 თამუნა ტურაშვილი: ლენტებით ნაქარგები ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინე . დავინტერესდი  როგორ კეთდებოდა. მოვძებნე ვიდეოები, წიგნების ელექტრონული ვერსიები. ნელ–ნელა დავიწყე მათი გარჩევა და პრაქტიკული მუშაობაც.  ბავშვობიდან ვქარგავ და არ გამჭირვებია.
მასალად შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის ლენტი – აბრეშუმის, ბაფთის, ატლასის და სხვა. შეგვიძლია ასევე ჩავრთოთ სხვადასხვა ტექნიკა – თავისუფალი და თვლადი ქარგვის ელემენტები, ბისერი; სურათის გარკვეული მონაკვეთები გავაფორმოთ ქვებით.
შესაძლებელია თეთრი ფერის ლენტები ჩვენ თვითონ შევღებოთ, თუმცა იყიდება უკვე მზა სახის, შეღებილები.
ჩამოთვლილი ლენტებიდან, მუშაობისთვის საუკეთესოა აბრეშუმის ლენტი, რადგან მისი თხელი სტრუქტურა მაქსიმალურად ბუნებრივ ელფერს სძენს ნამუშევარს.
ქარგვის პროცესი საკმაოდ საინტერესოა. მარტივი სურათების ქარგვა ყოველგვარი გადახატვის ან წინასწარ დახატვის გარეშეც შეგვიძლია. თუმცა შედარებით რთული კომპოზიციები ჯერ იხატება ქსოვილზე და შემდეგ იქარგება. იყიდება ასევე უკვე მზა ნახატები, ე.წ. ”პრინტები”. მათზე დატანებული სურათი პირდაპირ იქარგება, აღარ საჭიროებს კორექტივებს.
 
  
 
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,661 ნახვა
%d bloggers like this: