სოციალური ქსელები და მედია

იმედია, ჟურნალისტები მოახდენენ ნინო ჟიჟილაშვილის არაეთიკურ ინსინუაციაზე რეაგირებას

Nusagi

„გამომძიებელი რეპორტიორის“ ერთ-ერთი ავტორი მაია გოგოლაძე, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ გადაცემაში დასმულ კითხვას არაეთიკურად და არაპროფესიულად მიიჩნევს.

“გუშინ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ნინო ჟიჟილაშვილმა ასეთი რამ ჰკითხა რესპონდენტს: გინახავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კარგი გადაცემები, თუნდაც კარგი ჟურნალისტური გამოძიება? ანუ ნინო ჟიჟილაშვილს უნდოდა ეთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვერ ქმნიან ხარისხიან ჟურნალისტურ პროდუქტს.

იმედია მაუწყებლის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები მოახდენენ მის ამ არაპროფესიულ და არაეთიკურ ინსინუაციაზე რეაგირებას… მე კი, როგორც „გამომძიებელი რეპოეტიორის“ ერთ-ერთმა ავტორმა, მინდა ვთქვა, რომ ქართული ჟურნალისტიკის სენი, რომელიც სერიოზულად აბრკოლებს მის განვითარებას, არის ინსტიტუციური ნარცისიზმი, ერთგვარ, ლოკალურ წარმატებად წოდებულ, ტალღაზე მოხვედრილი ჟურნალისტების უუნარობა ან სურვილის არქონა, დაინახონ, რა ხდება ქართულ მედიაში, რას ქმნიან მათი კოლეგები ღირებულს, კარგს, მაღალპროფესიულს, რა შეიძლება ისწავლონ მათგან და როგორ გაამდიდრებს ეს ჟურნალისტურ მედიას…

ეს არის საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა, ანუ პროვინციალიზმი, რომელიც ჩვენი ჟურნალისტიკის დამღაა… ეს არის გულგრილობა ზოგადად ქართული მედიის მდგომარეობისადმი… ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება ძალების კონსოლიდაციის, ერთმანეთისგან სწავლისა და ერთმანეთის აღიარების გარეშე, რაც საკუთარ თავში დარწმუნებული პროფესიონალისთვის არ უნდა იყოს ასე ძნელი…
დავუშვათ, რომ ნინო ჟიჟილაშვილს არ უნახავს საზოგადოებრივი მაუწყებელზე არც ერთი ჟურნალისტური გამოძიება… მაგრამ ძნელი დასაშვები და მისაღებია ის, რომ TV პირველის წამყვანი ჟურნალისტი ისე ისვრის ღია ეთერში ფრაზას, რომ არ იცის, რას ამბობს… ლაპარაკობს იმაზე, რაც არ იცის, არ უნახავს, რაზეც წარმოდგენაც არ აქვს… ამას ჟურნალისტური პროდუქტის შეფასების კრიტერიუმებში სრულიად კონკრეტული სახელი ჰქვია: ზედაპირულობა, მასალის არფლობა… საბოლოო ჯამში, არასაკმარისი პროფესიონალიზმი…”-წერს მაია გოგოლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,877 ნახვა
%d bloggers like this: