პოსტები სოციალური ქსელიდან

რას ურჩევთ გადახვეწილ დედებს, დაბრუნდნენ და აქ შიმშილით ამოხადონ სული შვილებს?

Nusagi

ემიგრანტ დედებზე მიდის საუბარი ბოლო თვეებია და ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს გადახვეწილ დედებს ვისითაც ასი ათასობით ოჯახი არსებობს… იყო პერიოდი როდესაც დედაჩემიც წასული იყო რადგან 90-იან  წლებში მოგეხსენებათ, რა მძიმე ვითარება იყო ქვეყანაში… დედაჩემი რომ არა დღეს მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, ვერ დავიცავდი იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვისი დაცვის საშუალებაც ცხრა წლიანი რეჟმის დროს დედაჩემის მიერ მოცემულმა განათლებამ მომცა!

მაშინ არ იყო გავრცელებული ინტერნეტი და მობილური ამ მასშტაბებით და თვეში ერთხელ ან ორჯერ ველოდებოდი წერილს, რომელსაც ატანდა დედა ან ნაცნობს ან ავტობუსს. დღეს რომ ვკითხულობ ამ წერილებს ეხლა უფრო მტკივა ის განშორების პეროდი ვიდრე მაშინ, ცრემლებით დასველებული წერილები, სადაც კალმის მელანი გადღაბნილი იყო, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს განშორება ძალიან მძიმე იყო მაგრამ იმ დროისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა! ბოდიში მოუხადეთ იმ გმირ დედებს ვინც შვილების გამო იძულებულნი გახდნენ გადახვეწილიყვნენ!

რა თქმა უნდა ეს ცხოვრება ფარდობითია და როგორც ყველა დედა დედა არაა, ასევე ყველა შვილიც არაა შვილი! ცუდი დედა არ არსებობს, არც ცუდი შვილი, არსებობს ცხოვრებისეული განსაცდელები რომელსაც ერთანაირი სიძლიერით ვერ უმკალვდება ყველა, ყველას არა აქვს ძლიერი ხასიათი და ფსიქიკა, რომ გაუძლოს ამ განსაცდელს და უხვევს იმ პრინციპებს რომელიც მერე საზოგადოებისთვის მიუღებელია!

საზოგადოებას დიდი ძალა აქვს და მას შეუძლია დაცემული ადამიანი ფეხზე დააყენოს ან პირიქით წარმატებული ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს! სანამ სხვის ცხოვრებას განიკითხავთ და ემიგრატების ცხოვრების კრიტიკას დაიწყებთ ჯერ კარგად გაიაზრეთ გაქვთ თუ არა ამისი უფლება? ან იქნებ თქვენ უფრო გაღელვებთ აქ დატოვებული შვილების ბედი ვიდრე საკუთარ დედებს? თუ იმას ურჩევთ გადახვეწილ დედებს დაბრუნდნენ და აქ შიმშილით ამოხადონ სული შვილებს? ყველაზე სწორი არის ის, რომ ყველამ მივხედოთ ჩვენს თავს და საკუთარ ოჯახებს და მერე აღარ გვექნება სხვისი ცხოვრების კრიტიკის დრო!-წერს უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: