ისტორია

60 წლის წინანდელი ,,საუკუნის ქორწილის” ნაკლებად ცნობილი ფოტოები

Nusagi

2004 წლის Vogue-ს დეკემბრის გამოცემაში დაიბეჭდა მწერალ ჯო სიბრუკის წერილი, სადაც ის მისი მშობლების პირველი შეხვედრის ისტორიას აღწერდა.

მწერლის მშობლებმა ერთმანეთი გემზე გაიცნეს, რომელსაც Constitution ss ერქვა, ეს მოგზაურობა კი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ გემზე მათთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავი გრეის კელი იმყოფებოდა, რომელიც  ნიუ იორკიდან მონაკოში, თავის საქმროსთან, მონაკოს პრინც რენიე მესამესთან დასაქორწინებლად მიემგზავრებოდა. მწერლის მამა ქორწილში კელის ოჯახიდან იყო დაპატიჟებული, დედა კი ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი იყო, რომელსაც პრესის მიერ “წლის ქორწილად” წოდებული ღონისძიება უნდა გაეშუქებინა.

ქორწილი ორ დღიანი იყო, პირველი დღე- სამოქალაქო, რომელსაც სტუმრად მონაკოს 3 000 მოქალაქე ეწვია, მეორე კი რელიგიური- ჯვრისწერა. 700 მოწვეულ სტუმარს შორის იყვნენ კონრად ჰილტონი, კერი გრანტი, ავა გარდნერი და სხვები.

2 დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო ტელევიზიის მეშვეობით ადევნებდა თვალს მეფურ ღონისძიებას, რომლის მსგავსი მანამდე არავის ენახა.

სიბრუკის მშობლები, რომელთა სიყვარული სწორედ ამ გემზე ჩაისახა, ხშირად ყვებოდნენ იმ გრანდიოზული სანახაობის შესახებ, რაც 2 დღის განმავლობაში მონაკოში ნახეს. პორტში შესვლისას 1800 კორესპონდენტი და ფოტოგრაფი გარს შემოეხვია გრეის კელის, 26 წლის ულამაზეს მსახიობს, რომელიც მალე 130 მეფური ტიტულის მფლობელი უნდა გამხდარიყო.

გთავაზობთ “ვოგის” მიერ გამოქვეყნებულ ნაკლებად ცნობილ ფოტოებს ქორწილიდან,რომელიც ისტორიაში შევიდა , როგორც ჩვენი დროის ყველაზე ბრწყინვალე ქორწილი.

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,863 ნახვა
%d bloggers like this: