ახალი დამატებული

არჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება

Nusagi

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასთან რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები მივიდნენ  შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს. ადგილზე იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეები  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე რჩებიან და აცხადებენ, რომ სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: