პოსტები სოციალური ქსელიდან

ბევრი გაიგებს ნიკუშას გვარს ძალიან მალე!

Nusagi
ისტორია რომელიც მისაბაძია:
ეზოში ბავშვების ჟრიამულმა გამომაფხიზლა…
გადავიხედე აივნიდან და – ფეხბურთს თამაშობდნენ ასე 10-12 წლის ბიჭუნები…
ერთმა ბავშვმა მიიქცია ჩემი ყურადღება – დახვეწილი ილეთები, სისწრაფე, მოზომილი გადაცემები – მოკლედ – თვითნაბადი ტალანტი!!!
რა გამაჩერებდა სახლში – ჩავქანდი ლიფტით ეზოში და დავუძახე ამ პაწუკას …
– რა გქვია, ბაბუ, შენ?
– ნიკუშა, ბაბუ! მე გიცანით – თქვენ ბაჩა ბაბუ ხართ, ხომ?
– კი, ბაბუ – მე ვარ! ვისი ხარ, ბაბუ?
– მამიკოს სოსო ქვია, დედიკოს კი – სალომე – თქვენი მეზობელი ვარ … სართულიდან!
– სად ისწავლე, ბაბუ, ასეთი თამაში? დადიხარ სადმე?!
– არა, ბაბუ! არსად არ დავდივარ! ჩემთვის ვვარჯიშობ ხოლმე და ბიჭებთან ვთამაშობ!
– მერე? რატომ არ დადიხარ, ბაბუ?
– მამილო არ მუშაობს, დედას კი საჭმლის ფულად რომ გვყოფნის, იმდენს აძლევენ სამსახურში და რომ ვიარო სადმე, სადაა მაგის ფული?!…

ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი ნიკუშას ამ პასუხით!….

ყვავს რა ქონდაო და… ვერაფრით შევეხიდეეე….

ამ საუბარში ვართ და შემოაყენა ერთმა მეზობელმა ,,ბმვ” სადარბაზოსთან, მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და რატომღაც, ჩემთვის ჩავილაპარაკე:
– ასეთი ტალანტები გვყავს ქვეყანაში და უფულობის დედაც…, რომ ესენი ვერ დადიან ფეხბურთის სკოლებში!!!

გამიკეთა ხელმკლავი ამ მეზობელმა, გვერდზე გამიყვანა და ყველაფერი გამომკითხა…
მერე დაუძახა ნიკუშას და უთხრა:
– ახლა ამყევი თქვენებთან, დამალაპარაკე! მე დაგიფინანსებ, ნიკუშა, ბიძიკო, შენს სწავლასო!!!…

ცრემლი მომადგა ამ ჩაღამებულ თვალებში…

ქართველო კაცო, ჯიგრიანოოო!!!

შენ გაგიმარჯოს და დალოცოს უფალმა შენი მშობელ-ოჯახი!

ხვალ მიდიან საფეხბურთო სკოლაში…

ბევრი გაიგებს ნიკუშას გვარს ძალიან მალეეე!!!

ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, მამულიშვილნო!!!

ილია ბაჩა გიორგის ძე მუნჯიშვილის ფეისბუქ-გვერდი.
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: