საზოგადოება

ირაკლი ოქრუაშვილსა და სოსო რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში შელაპარაკება მოხდა

Nusagi

ირაკლი ოქრუაშვილსა და ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შელაპარაკება მოხდა.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება მისცა და შენობა დატოვა, ბუტა რობაქიძის მამამ მას სასამართლოს ეზოში რამდენიმე კითხვაზე პასუხი მოსთხოვა.

„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცკვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, – მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, – უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით:

„შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, – განაცხადა რობაქიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,393 ნახვა
%d bloggers like this: