ახალი დამატებული

მერია მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტისგან რეაგირებას მოითხოვს

Nusagi

დედაქალაქის მერიამ, შესაძლოა, ბანერებზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების აღსაკვეთად პარლამენტს კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ელენე ახვლედიანის ქუჩის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბევრი მესაკუთრე კანონს არღვევს, როდესაც უცხოენოვან წარწერასთან ერთად ბანერებზე ქართულ წარწერებს არ ათავსებს.
მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ასეთი ფაქტების მიმართ მკაცრი იქნება.

“ჩვენ ვიმყოფებით ახვლედიანის ქუჩაზე და თქვენ თავად ნახეთ პრობლემა, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ეს არის ქართული წარწერების გამოუყენებლობა ფასადებზე. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც დღეს ვაწყდებით ჩვენს დედაქალაქში. მე ამას წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ძალიან მკაცრები ვიქნებით. მე დღეს დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, მისცენ გონივრული ვადა მესაკუთრეს, რომ რაღაც დროის განმავლობაში ცვლილებები იქნას განხორციელებული. ჩვენ არავის არ ვეწინააღმდგებით, არავის არ ვერჩით, ყველას აქვს საშუალება ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, განახორციელოს ბიზნესი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას უნდა ვცეთ პატივი. ყველაფერი არის კანონმდებლობით განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციები იქნება საჭირო, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით ასევე პარლამენტს, რადგან ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ჩვენ საკუთარ ენას უნდა ვცეთ პატივი”, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,395 ნახვა
%d bloggers like this: