საზოგადოება

მიხეილ ზაქარიაშვილი: ვალს რომ გადახდა უნდა, ეს მე არ მესწავლება !

Nusagi

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი “საქართველოს ბანკის” მიერ მისი ქონების გაყიდვას უკანონოდ და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. მისი თქმით, თავად იურისტები ამ ფაქტს უპრეცედენტოდ მიიჩნევენ. დეტალების გასარკვევად “ინფო ფოსტალიონი” მიხეილ ზაქარიაშვილს დაუკავშირდა.

თქვენმა განცხადებამ, რომელიც ჩვენმა სააგენტომ გამოაქვეყნა, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა ზოგიერთი მკითხველი სვამს კითხვას, თუ პროცენტებს იხდიდა, არ გადაუცილებია,  რატომ ყიდიან მის ბინას, რა შუაშია სითი პარკი და ბანკის კრედიტი? იქნებ უფრო კარგად განგვიმარტოთ, რა მოხდა?

-მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი ყოველთვის ვიხდი სახელმწიფო იმ გადასახადს რომელიც მაქვს გადასახდელი! ,,ვალს რომ გადახდა უნდა” ეს მე არ მესწავლება ! ყოფილა შემთხვევა, მწვანილზე 10 თეთრი დამკლებია, სახლში მივსულვარ ამიღია და არ დამზარებია, მიმიტანია გამყვიდველთან, რომელსაც არც ქონია დაბრუნების მოლოდინი.  მაგრამ  პრინციპულად არ გადავიხდი იმ უკანონოდ დაკისრებულ გადასახადს, რომელიც ვფიქრობ, რომ არ მეკუთვნის !

მაქვს  თავად “საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული საბუთები, რითაც დასტურდება , რომ მე პროცენტებს ვიხდიდი დაწესებული გრაფიკის თანახმად. არც ერთი დღე და საათი არ დამიგვიანია მაშინაც კი, როცა სითი პარკმა დამიყადაღა ანგარიშები.   10 000 ლარიანი სესხს ვიხდიდი ყოველთვიურად, ვიმეორებ დარღვევის გარეშე….

თავად სითი პარკმა გამოასწორა შეცდომა, ჩამომაწერა ვალი, გამიუქმა ყადაღა, მაგრამ ,,საქართველოს ბანკმა”, რომელსაც შეეძლო ყადაღის დროს მეურვე პირისგან აეღო ჩემი გადახდილი ფული, რომელსაც თურმე როგორც აცხადებდნენ ხელს ვერ კიდებენ ყადაღის გამო,  მაინც დამაკისრა პროცენტები,  რომლითაც ჩემი 10 000  სესხი გამიხადა 16 000 და აუწციონზე გაიტანა ჩემი 100 000 დოლარიანი სახლი, რომელიც თავად ბანკმა რატომღაც სესხის გაცემის დროს 45 000 დოლარად შეაფასა და ახლა  15 ათას ლარად ყიდის ! აი მოკლედ ის, რაც მოხდა ყოველგვარი დამატებითი ამაზრზენი ნიუანსების გარეშე ….

-მიმართეთ იურისტებს?

-დიახ. როგორც თავად იურისტები მეუბნებიან, ეს ფაქტი არის უპრეცედენტო. უამრავი შემთხვევაა, როცა ბანკები ყიდიან სახლებს და უსახლკაროდ ტოვებენ მოსახლეობას, ანუ ბანკის კლიენტებს, მაგრამ არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადამიანი იხდიდეს პროცენტებს კეთილსინდისიერად და მას დაუკითხავად, კანონის გვერდის ავლით, პირდაპირ, აუქციონის წესით უყიდიდნენ ბინას… ვერაზე, 90 კვადრატს 15 000 ლარად!  და ბოლოს, როგორც იურისტებმა განმიმარტეს კონსტიტუციაში წერია, არავის აქვს ბინის გაყიდვის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე….

თითქმის ყველა, სითი პარკის თანამშრომლები,, საქართველოს ბანკის” თანამშრომლები და პრობლემური სესხის თანამშრომლები მეუბნებოდნენ: ,,თქვენ მართალი ხართ ბატონო მიშა, მაგრამ ხომ იცით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?”… ეს იყო ჩემთვის ამაზრზენი და მიუღებელი და სწორედ ,,მართალი ხართ მაგრამ რას ვიზამთ”-ამ საბაბით მაინც თავისი გაიტანეს, ან უფრო სწორად, ცდილობენ გაიტანონ!

-სოციალურ ქსელში სოლიდარობა ბევრმა ადამიანმა გამოგიცხადათ. პროტესტით რისი მიღწევა გსურთ ?

-ბანკების უმსგავსო საქციელი და ყაჩაღობა უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში, და თუ ევროპელობა გვსურს და ცივილიზებული ერების რიგში გვინდა დგომა, სწორედ მსოფლიოს გამოცდილებით კანონით და კონტიტუციით უნდა დარეგულირდეს ბანკების მუშაობა….

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: