ახალი დამატებული

ამის სულ გვეშინოდა, ვეხვეწეთ სადაზღვევო კომპანიებს, მაგრამ არცერთმა არ დაგვიზღვია

Nusagi

დიდუბეში, ცაბაძის ქუჩაზე, სადაც  მეხანძრე-მაშველები სავაჭრო ცენტრ “თერგში” გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  მუდმივად ქონდათ შიში, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, ამიტომ საქონლის დაზღვევა უნდოდათ, მაგრამ  სადაზღვევო კომპანიებმა მათ ამაზე უარი უთხრეს.

დაზარალებული:  მაქვს საბითუმო სიგარეტები,  დამირეკეს, მოვედი- ყველაფერი გადამწვარია. ამის სულ გვეშინოდა. ეს ტერიტორია არის ბაგრატიონის. არცერთი ბაზრობა არ დატოვეს გადასაწვავი და ამას ვინ დატოვებდა. ჩვენ სულ გვეშინოდა ამის და გვინდოდა საქონელი დაგვეზღვია. რამდენჯერმე მოვიყვანეთ “ალდაგი” და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები, ვეხვეწეთ და არავინ არ დაგვიზღვია საქონელი”.

დიდუბეში, ბაზრობა “თერგის” ტერიტორიზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია ათობით სახანძრო მანქანა, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება არ მომხდარა. ადგილზე მისული მოვაჭრეები, საქონლის გამოსატანად  შენობაში შეშვებას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ აძლევენ.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: