საზოგადოება

დავით ოქიტაშვილის ინიციატივით საქველმოქმედო აქციათა ციკლი იწყება

Nusagi

,,მე , შენ, ჩვენ-ერთად სიცოცხლისათვის’’-კულტურის პალატა და ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტის  და ტურიზმის მუშაკთა პროფკავშირი  საქველმოქმედო აქციათა ციკლს იწყებს..

,,იყავი სიკეთის მონაწილე, გადაარჩინე სიცოცხლე’’! -ამ ლოზუნგით საქართველოს კულტურის პალატა და საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტის  და ტურიზმის მუშაკთა პროფკავშირი იწყებს ახალ საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანი იმ ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა იქნება, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

პროექტის  –,,მე , შენ, ჩვენ-ერთად სიცოცხლისათვის“ იდეა “კულტურის პალატის” , ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტის  და ტურიზმის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს ეკუთვნის. ადამიანების დასახმარებლად დაგეგმილ საქველმოქმედო აქციებში, ცნობილი ხელოვანები, სპორცმენები,მასმედიის,ტურიზმის,კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ჩაერთვებიან.

როგორც დავით ოქიტაშვილმა “ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას განაცხადა, პროექტი და აქციათა ციკლი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით იწყება. პირველი დიდი აქცია კი სააღდგომოდ იგეგმება.

საქართველოს კულტურის პალატა უკვე 7 წელია, სათნოების სახლ “კათარზისს” ეხმარება, თუმცა როგორც “კულტურის პალატაში” გვითხრეს, ამჯერად ფორმატი გაცილებით ფართო იქნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,763 ნახვა
%d bloggers like this: