უცხოური მედია

იაპონელი უმუშევარი მამაკაცი სიმორცხვის გამო დააპატიმრეს

Nusagi

იაპონელები  რომ ძალიან მორცხვი ერია, ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. აღზრდა არ აძლევს მათ უფლებას, ქუჩაში ერთმანეთს ხელი ჩაკიდონ, ან უცნობ ადამიანს თამამად  გამოელაპარაკონ. ხშირად ამ სიმორცხვის გამო საქმე აბსურდამდეც კი მიდის, მაგალითად,  სხვა ქვეყანაში გზის კითხვაც კი ერიდებათ და უცხო ადგილას, ადვილად შეიძლება დაიკარგონ.

ქალაქ ხიგასიმაცუსიმაში, მიაგის პრეფექტურაში, 26 თებერვალს 42 წლის უმუშევარი დააკავეს, რომელმაც 159-ჯერ დარეკა ქალაქის სახელმწიფო დასაქმების სამსახურში და არაფერი არ თქვა. ამის შესახებ SoraNews24 იუწყება.

159 -ვე ზარი ერთ დღეში განხორციელდა. მამაკაცი 3-ის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე რეკავდა. თანამშრომლები პასუხობდნენ, მაგრამ მამაკაცისგან ვერაფერი შეიტყეს.

პოლიციამ გაარკვია, რომ დასაქმების სამსახურში მეზობელი ქალაქიდან უმუშევარი მამაკაცი რეკავდა. მისი მობილურის შემოწმებით დადგინდა, რომ ზარები სწორედ მისგან იყო გაშვებული. სატელეფონო ხულიგანმა განაცხადა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ვერ დააზუსტა რისი.

სოციალური ქსელების იაპონელი მომხმარებლები, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტს განიხილავენ, დარწმუნებულები არიან, რომ მიზეზი სიმორცხვე იყო. “თავად ვიცი, რა რთულია, რომ გამბედაობა მოიკრიბო და დასაქმების ცენტრში დარეკო”-აცხადებს ერთ-ერთი მათგანი. “მას უბრალოდ უერთიერთობის პრობლემა აქვს, მას ფსიქოთერაპევტი ჭირდება, რომ სიმორცხვე დააძლევინოს და არა ციხეში ჩასმა” , “პატივისცემას იმსახურებს, ამდენჯერ რომ დარეკა, მიუხედავად იმისა, რომ ასე უჭირდა ამის გაკეთება”-ამტკიცებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

 

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,084 ნახვა
%d bloggers like this: