ქალი და მამაკაცი

მეუღლეთა ერთობლივი დიეტა ქმრის წარმატების და ცოლის ჩავარდნის გამო, განქორწინებით დასრულდა

ერთობლივი დიეტის შემდეგ, ცოლ-ქმრის ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.  მიზეზი კი ის გახდა, რომ ქმარმა გახდომა შეძლო, ცოლმა კი ვერა. ამის შესახებ The Mirror იუწყება.

გამოცემის ინფრმაციით, მეუღლეებმა ახალი ცხოვრების დაწყება და გახდომა გადაწყვიტეს, როდესაც გაიაზრეს, რომ თითოეული მათგანი 136 კგ- იწონიდა. “ჩვენ არ ვმოგზაურობდით შვებულების დროს, არ ვსეირნობდით და სტუმრად არსად დავდიოდით. მხოლოდ ტელეფონებს ვიყავით მიჩერებულნი, როცა საჭმელად გარეთ გავდიოდით ხოლმე”-განაცხადა მამაკაცა. მისი თქმით, ოჯახში საკვები არ კეთდებოდა, ისინი დღეში სამჯერ სახლიდან უკვეთავდნენ საჭმელს, მათი სქესობრივი ცხოვრება კი თავიდან  “არაკომფორტული გახდა, შემდეგ კი საერთოდ განულდა”.

მამაკაცმა ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა, გადმოწერა მობილური აპლიკაციები, რომლებიც კალორიების გამოთვლაში ეხმარებოდა და ცდილობდა, დღიური ნორმისთვის არ გადაეჭარბებინა. მისი თქმით, წონამ ნელ-ნელა კლება დაიწყო. მეუღლემ კი 1 კვირაში თავი დაანება ტრენაჟორებზე სიარულს.

” ერთ თვეში 4,5 კგ დავიკელი, შედეგი კი 4 თვეში გახდა შესამჩნევი. ამ დროისთვის  ცოლმა ჩემდამი მტრული დამოკიდებულების გამოვლენა დაიწყო. “-აღიარა მან.

ქლმა უარი თქვა მასთან ერთ საწოლში ძილზე, თითქოსდა ხვრინვა აწუხებდა, ურთიერთობდა მხოლოდ CMC-ების საშუალებით. ამას გარდა, მისი დევიზი გახდა ფრაზა: “შეცვალე შენი სამყარო და არა წონა”. საბოლოოდ, ქალმა შეტყობინება გაუგზავნა ქმარს, რომ აღარ უყვარდა და 12 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა.

სტატიის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცს ურჩევენ არ ინერვიულოს , რადგან მას “ცუდი არაფერი გაუკეთებია”.

 

 

Facebook Comments