საზოგადოება

სოზარ სუბარის მეუღლე, თამთა ყუბანეიშვილი ხატია დეკანოიძეს მიმართავს

Nusagi

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიმართავს და სიცრუილს ტირაჟირებაში სდებს ბრალს.

“ძალიან მესირცხველება, როცა ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში მიწევს სრულიად არაარსებით საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ მაინც დავწერ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ საკითხი საჭიროებს განმარტებას!!!

ქალბატონო ხატია, შეგრცხვეთ, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებთ. ადგილზე ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა. მათ შეუძლიათ დაადასტურონ, როგორ იტყუებით ან გამომეხმაურონ, თუ სიმართლეს არ ვამბობ. ასევე, შეგვიძლია ვკითხოთ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამას, გივი ტატუნაშვილს, ვის გვერდითაც მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა სოზარი. ამ მძიმე ვითარებაში ყველაზე ანგაჟირებულმა მოქალაქემაც კი არ უნდა მისცეს საკუთარ თავს პოლიტიკური მიზნებისათვის ასეთი ტყუილის ტირაჟირების უფლება და ზოგადად, პოლიტიკური ტროლინგის ავტორებმა და ვითომ საკუთარი თვალით მნახველებმა გაიგეთ, რომ ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი დისკრედიტაციის მცდელობა არ მუშაობს!

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ტატუნაშვილების ოჯახს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ.”-წერს თამთა ყუბანეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სოზარ სუბარი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მხარდამჭერთა აქციაზე “რესტორანში, ჭამა-სმის” შემდეგ, ნასვამი  მივიდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: