საზოგადოება

ოჯახი: არჩილ ტატუნაშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ნუ გამოიყენებთ

Nusagi

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის პოზიცია ჟურნალისტებს ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა გააცნო. “ნუ გამოიყენებთ არჩილ ტატუნაშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის”, -აცხადებს ტატუნაშვილის ოჯახი. ინფორმაციას tv -იმედი ავრცელებს.

გამგებლის თქმით, ცხედრის გადმოცემაზე მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმშია, თუმცა კონკრეტული დრო უცნობია. ოჯახი არ გამორიცხავს უახლოეს ხანებში პროტესტის ფორმას ისევ მიმართოს და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი გუშინდელის მსგავსად ისევ გადაკეტოს.

ტატუნაშვილები სამძიმარს იღებენ. მოკლულის ოჯახში დღეს გორის მიტროპოლიტი ანდრია იმყოფებოდა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: