პოლიტიკა

რას წარმოადგენდა სუსის მიერ დაკავებული დეპუტატი მაჟორიტარობამდე?

Nusagi

როგორც “ინფო ფოსტალიონისთვის ” გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე “ქართული ოცნების” კრწანისის შტაბის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ნდობით აღჭურვილი პირია. ის 2016-2017 წლებში ბექა ოდიშარიას ბიუროს უფროსი იყო და თბილისის საკრებულოს კრწანისის დეპუტატობის კანდიდატად მისივე რეკომენდაციით დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ სუს–მა თბილისის საკრებულოს წევრი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავა. დეპუტატი უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,771 ნახვა
%d bloggers like this: