ეს საინტერესოა

ყოველ წელს, შემოდგომასა და გაზაფხულზე, რამდენიმე კვირით, ხეების ზოლში სვასტიკა ჩნდება

Nusagi

ადამიანის ბუნებას ყველაფერში ლოგიკის პოვნა ახასიათებს, მაგრამ, როდესაც ფიჭვნარში ლარიქსის ხის უზარმაზარი ჯგუფი აყვავდება, სვასტიკის ნიშნის გამოსახულებით, ამაზე ლოგიკური პასუხის გაცემა რთულია.

გერმანიის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზერნიკოვში ლარიქსის ხეების ზოლი ფიჭვის ტყის 4000 კვ.მ–ს ფარავს და ისეა განლაგებული, რომ სვასტიკის ნიშანს გავს. ყოველ წელს შემოდგომაზე და გაზაფხულზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარიქსის ხეების ფოთლების ფერი კონტრასტულად იცვლება, ფიჭვის ხეების მუქი მწვანე ფერისგან განსხვავებით.

იმის გამო, რომ გამოსახულებას ხანმოკლე ეფექტი ქონდა და მისი დანახვა მხოლოდ ზემოდან შეიძლებოდა, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე კერძო თვითმფრინავების ნაკლებობის გამო, სვასტიკა მეტწილად შეუმჩნეველი რჩებოდა ნაცისტური პარტიის დამარცხების შემდეგ. კომუნისტურ პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ იცოდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არავითარ ძალისხმევას არ იჩენდა . თუმცა, 1992 წელს, გაერთიანებული გერმანიის მთავრობის ბრძანებით ყველა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების საჰაერო კვლევები განხორციელდა. ფოტოები შეისწავლეს სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც მაშინვე შენიშნეს ტყის დაგეგმარება.

ადგილობრივმა მეტყევემ, კლაუს გიორიკემ ხეების ასაკი შეისწავლა. დადგინდა, რომ ისინი გვიან 1930–იან წლებში დარგეს, მაშინ, როდესაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოდიოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, ყოველ შემოდგომაზე ტყეში სვასტიკის ნიშანი ყვაოდა და გაზაფხულზე და ზაფხულში უჩინარდებოდა.

1970-იან წლებში ამერიკულმა ჯარებმა აღმოაჩინეს სვასტიკა – “1933” ნიშანთან ერთად, რომელიც ჩარგული იყო ჰესეს ტყეებში.  უცნობია ვინ დარგო ხეები . რეაქცია მყისიერი იყო. 1995 წელს, ჯაჭვის ხერხებით შეიარაღებულმა სატყეო მუშებმა 40 ლარიქსის ხე მოჭრეს. მათ აცნობეს თავიანთ ხელმძღვანელებს, რომ სიმბოლო უკვე აღარ არსებობდა და მღელვარება სწრაფად განიმუხტა. მაგრამ მეტყევეები ცდებოდნენ. ხუთი წელი დასჭირდა, სანამ მათი შეცდომა იქნებოდა აღმოჩენილი.

2000 წელს, ახალი ამბების სააგენტო Reuters–მა ზერნიკოვის ტყის მახლობლად ღია ყვითელი ფერის და აშკარად ხილული სვასტიკის ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც მედიაში კვლავ დიდი გამოხმაურება მოყვა. ამის შესახებ Chicago Tribune–იც კი წერდა და აღნიშნავდა, რომ სვასტიკის ტყე არანაირად არ იყო გამოსადეგი იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცნობილი იყო რასისტული ძალადობით. მთავრობა უკიდურესად შეშფოთებული იყო, ტყე ნეონაცისტების პილგრიმული მსვლელობის ადგილი არ გამხდარიყო. ამან აიძულა ბრანდენბურგის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრი ზომები გაეტარებინა.

2000 წელს, სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters–ს განუცხადა, რომ მთავრობას ამ ტერიტორიაზე ყველა ხის მოჭრა ქონდა განზრახული. მაგრამ ქონების მართვის ფედერალურმა სამსახურმა გეგმა დაბლოკა, რადგან ზოგიერთი ქონების საკუთრება სადავო იყო და სატყეო სამსახურს მხოლოდ 25 ხის მოჭრის უფლებას აძლევდა. ხეების მოჭრა 2000 წლის 4 დეკემბერს, დილით განხორციელდა. სატყეო მუშებს ძალიან ფრთხილად უნდა შეერჩიათ, თუ რომელი ხე მოეჭრათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ სვასტიკა აღარ გამოჩნდებოდა.

ზემოთ გამოსახული ცნობილი სვასტიკა უკერმარკის რეგიონში 2000 წელს მოიჭრა. ბრანდერბურგის ხელისუფლება, რომელიც შეშფოთებული იყო რეგიონის იმიჯის დაზარალებით და იმ ფაქტით, რომ ტერიტორია შესაძლოა ნაცისტების მხარდამჭერთა საპილიგრიმო ადგილი გამხდარიყო, შეეცადა გაენადგურებინა ტყის დაგეგმარება და 1995 წელს 100–დან 43 ლარიქსის ხე ამოთხარა. თუმცა, ეს მაჩვენებელი შეუმჩნეველი დარჩა, რადგან 57 ხე დარჩენილი იყო, ისევე როგორც ზოგიერთი ხეები, რომლებიც ხელახლა გაიზარდნენ.

2000 წელს გერმანულმა გაზეთებმა შემდგომი აეროფოტოგადაღების ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ნათლად ჩანს ცნობილი სვასტიკა. ამ დროისათვის, დაახლოებით ნახევარი მიწის ნაკვეთებისა, რომელზეც ხეები იზრდებოდა, კერძო მფლობელობაში გადავიდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: