ახალი დამატებული

1 მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად აქტიური მოქმედებები დაიწყება

Nusagi

1 მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად აქტიური მოქმედებები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნიუპრესი” ქუთაისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სიახლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გარემოვაჭრეები. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მათ ასევე იზრუნეს გარემოვაჭრეებისათვის ალტერნატიულ ფართზე, რომელსაც სამი თვით უფასოდ მიიღებენ.

“ჯერ კიდევ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას, რომ მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ადმინისტრაციული სამსახურის საშუალებით, გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მინდა ვაუწყო გარემოვაჭრეებს , რომ ჩვენ ყველა ბაზრის ხელმძღვანელს შევხვდით. ისინი მზად არიან გამოუყონ ადგილები მოვაჭრეებს.  სამი თვის მანძილზე ეს ადგილები იქნება უფასო. ქუთაისისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერსახე, შესაბამისად ვერ შევეგუებით გარე ვაჭრობას“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს, პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. გასული წლის აპრილში ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოყვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: