ახალი დამატებული

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

Nusagi

ბორჯომის საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე განთავსებულია სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები, რომლებითაც ბორჯომში პოლიციელები ჩაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის გარდა, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„დილით ადრევე არის მობილიზებული არნახული რაოდენობა სპეცრაზმელების, სამართალდამცველების. გადაღებული გვაქვს არაერთი კადრი. მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენიმე სატვირთო მანქანა იყო. იმედია, ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად და არა ჩვენს დასარბევად“, – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტების“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლისა და საბოტაჟის მიმართულებით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: