პოლიტიკა

პირი გამოირეცხე საყვარელო, როცა ბიძინა ივანიშვილს ახსენებ

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

უმრავლესობის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხატია დეკანოიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ვიდრე მოქალაქეების ცემის გამო წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხს არ აგებენ, მათი საზოგადოებაში გამოჩენა პრობლემა იქნება. დეკანოიძეს ასევე კარლო კოპალიანმაც მიმართა.

„მე ის დეპუტატი ვარ ქალბატონო ხატია, რომელიც თქვენ დამიჭირეთ და კინაღამ ცემაში ამომხადეთ სული 26 მაისს, 7 ნოემბერს, 9 აპრილს, 11 ივნისს. თქვენ არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ“, – აღნიშნა კოპალიანმა.

დეპუტატის ამ განცხადების შემდეგ დეკანოიძეს ენძელა მაჭავარიანმაც მიმართა.

„თქვენნაირების დრო დამთავრდა, წავიდა. ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის იქნება პრობლემა. უნდა გრცხვენოდეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა, რის საპასუხოდაც, ხატია დეკანოიძემ მას ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან წასვლა ურჩია.

„ბიძინა ივანიშვილი შენ წონაში არ გამოდის, საყვარელო და პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ“, – მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა დეკანოიძეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: