ხელოვნება და კულტურა

რეჟისორებს, კასტინგის დროს, მსახიობების გაშიშვლება და სექსის იმიტირება აეკრძალათ

Nusagi

აშშ-ს მსახიობთა პროფკავშირმა (Equity ) , ინდუსტრიაში სექს-სკანდალების , სქესობრივი შევიწროვების და ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით კინემატოგრაფისტებისთვის ინსტრუქცია გამოსცა . ამის შესახებ   The Guardian იუწყება.

რეკომენდაციები ეხება საწოლის სცენებს, გაშიშვლებას, კასტინგის პროცესს და გენდერული თანასწორობის საკითხებს. კერძოდ, ხელმძღვანელობა რეჟისორებს უკრძალავს მოთხოვონ მსახიობებს, რომლებიც ამა თუ იმ როლის პრეტენდენტები არიან, კასტინგის დროს გაშიშვლდნენ. იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს წინასწარ არ იყო შეთანხმებული დეტალებში- იმის ჩათვლით, თუ ვინ დაესწრება სცენის ჩვენებას.

გარდა ამისა, მსახიობებს ვეღარ მოთხოვენ კასტინგზე სექსის იმიტაციას. კასტინგის ჩატარება დაუშვებელია ერთი-ერთზე კინოსტუდიის გარეთ. აგრეთვე, მსახიობი, რომელსაც ფილმში ეროტიკულ სცენაში მოუწევს გადაღება, კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული.

პროფკავშირი აპირებს სტუდიებში განათავსოს პოსტერები, რომლებიც ადამიანების მოტივირებას მოახდენს , რათა გააკრიტიკონ კოლეგების უხამსი საქციელი.

მსახიობმა ენდი სერქისმა, რომელიც ცნობილია ტრილოგიიდან “ბეჭდების მბრძანებელი”, ჰოლივუდში საწოლის სცენების გადაღების ახალი წესები გააკრიტიკა. მან პროფკავშირის ხელმძღვანელობა ცენზურას შეადარა, რომელიც მხატვრულ მიდგომას აზიანებს.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: