ხელოვნება და კულტურა

წითელქუდას ადრეული, ხალხური ვერსიები საშინელი, ძალადობრივი და გროტესკულია

Nusagi

წითელქუდას ადრეული, ხალხური ვერსიები საშინელი, ძალადობრივი და გროტესკულია. ამის შესახებ გამოცემა The Vintage News წერს.

მთელს მსოფლიოში ბევრი ზღაპარი არსებობს გოგოზე და დიდ ცუდ მგელზე, მაგრამ  ყველაზე გავრცელებული ამბავი ევროპის ქვეყნებშია, მათ შორის “ცრუ ბებიის” შესახებ. ზღაპრის ადრეული ვერსიები მე -17 საუკუნით თარიღდება.

ყველაზე ცნობილი ვარიაციებია იტალო კალვინოს მიერ დაწერილი “იტალიური ზღაპრები” და, რა თქმა უნდა, შარლ პეროს და ძმები გრიმების ზღაპრები. აარნე -ტომპსონის ზღაპრების კლასიფიკაციის სისტემაში ზღაპარი 333-ეა და ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც “პატარა წითელქუდა”, “პატარა წითელი ქუდი“ ან უბრალოდ „წითელქუდა“.

ამ ზღაპრის მრავალი ანალიზი არსებობს. მაგალითად, ამერიკელი ფემინისტი ჟურნალისტი და აქტივისტი, სიუზან ბრაუნმილერი ზღაპრის სექსუალურ ანალიზს ახდენს და მიაჩნია, რომ ზღაპარში ასახულია გაუპატიურება. მაგრამ სხვა ანალიტიკოსები ამას ხსნიან, როგორც წითელქუდასთვის და ბებიისთვის შესაძლებლობის მიცემას, დაიცვან საკუთარი თავი დიდი ცუდი მგლისგან.

როდესაც საქმე ზღაპრის ადრეულ ვარიაციებს ეხება, ისინი საკმაოდ განსხვავებულია იმ ამბისგან, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით და ადამიანს აიძულებს დაინტერესდეს, როგორ და რატომ შეიქმნა ასეთი ისტორიები. ზოგჯერ, მგლის ნაცვლად, ზრაპარში კაციჭამიას ან ადამიანი მგელის პერსონაჟია. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, ანტაგონისტი ჩვეულებრივ გოგონას უტოვებს ბებიის სისხლს და ხორცს შესაჭმელად.  უცნობი მომენტი, რომელიც ბოლოდროინდელ ვარიანტებში არ გვხვდება, არის ის, რომ წითელქუდა გაუცნობიერებლად ახდენს ბებიის კანიბალიზაციას.

კიდევ ერთ ვარიანტში მგელი სთხოვს გოგონას გაიხადოს ტანსაცმელი და ცეცხლში შეყაროს. წითელქუდას ზოგიერთ ადრეულ ზღაპრებში გოგონა წვება საწოლში მგელთან ერთად, მაგრამ  ახერხებს თავის გადარჩენას იმით, რომ „თავის ბებიას“ ეუბნება რომ  სჭირდება საჭირო ოთახში გასვლა და ამით აღწევს თავს მგელს. სხვა ვარიანტებში წითელქუდა თავის გადარჩენას ახერხებს საკუთარი მოხერხებულობის წყალობით და ზოგ ვერსიებში წითელი ქუდი არც არსებობს. ასევე არსებობს ზღაპრის ვარიანტი, სადაც მგელი მართლა ჭამს გოგონას და ზღაპარი აქ მთავრდება. ხანგრძლივი სამეცნიერო და ფოლკლორული კვლევის შემდეგ, 2013 წელს გაირკვა, რომ ამბავი რეალურად სათავეს ახლო აღმოსავლეთში იღებს, პირველად ის პირველ საუკუნეში დაიწერა. მეცნიერებმა სხვადასხვა კუთხით გააანალიზეს ამბის სიუჟეტური ხაზი და პერსონაჟები ზღაპრის 58 ვერსიიდან. კომპიუტერული მოდელის საშუალებით, მათ განსაზღვრეს, თუ როგორ შესაბამისობაშია წითელქუდას განსხვავებული ვერსიები ერთმანეთთან.

ფოტოები:

(1881) “იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო“, ვალტერ კრეინის ხეზე ამოკვეთილი გრავიურა

გუსტავ დორეს გრავიურა სცენისა: “ის გაოცებული იყო, თუ როგორი ჩანდა ბებია ”

გრავიურა ენციკლოპედიიდან „აზროვნება და იუმორი“.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,189 ნახვა
%d bloggers like this: